ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მე ვიქნები ადამიანი, რომელიც ფიზიკა-ქიმიის დარგში გადატრიალებას მოახდენს – დედის მკვლელობაში ბრალდებული


    საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც დედის მკვლელობაში ბრალდებული დაკითხეს.
    ირმა ყოჩიაშვილის თქმით, მკვლელობაში მისმა მეგობარმა დაითანხმა, რადგან მისმა მშობლებმა სიცოცხლე გაუმწარეს.
    “ჩემი დათანხმება და მოტივაცია გამოიწვია იმან, რომ ლუბა და ომარ ყოჩიაშვილი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც 19 წელი სიცოცხლე გამიმწარეს. მათი მხრიდან ყველანაირი ძალადობა იყო ჩემზე. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორი. მე შემეძლო არ მივსულიყავი შემთხვევის ადგილას, მაგრამ ეს იყო გამოცდილება. ბევრი რამ ვნახე ცხოვრებაში და მინდოდა მიმეღო გამოცდილება და მენახა ეს კადრები. მოხდა ისეთი რამ, რასაც არ ველოდი”, – განაცხადა ყოჩიაშვილმა.
    მისი თქმით, ციხეში იმასაც აცნობიერებს, რომ რომ ბევრი წელი შეიძლება მიუსაჯონ, ამიტომ მის თავში კიდევ ერთი ნიჭი აღმოაჩინა.
    “ჩემი ცნობიერება ხელოვნებიდან ფიზიკის წიგნის განხრით წავიდა. ჩემს მეორე წიგნს ფიზიკა ქიმიაზე ვწერ და მე ვიქნები ადამიანი, რომელიც ფიზიკა-ქიმიის დარგში გადატრიალებას მოახდენს. როცა დედა შვილს ეუბნება, შენ დედამიწაზე უნდა იყო და ჩემი შვილი საფლავშიო, მერე გადაგეკეტება ნამდვილად. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ 19 წლის განმავლობაში ფიზიკური ზეწოლა იყო და სხეულზე შრამები მაქვს. ჩემი ტატუები არ არის დაკავშირებული რიტუალებთან და სატანიზმთან. მე არანაირ რიტუალებში არ მიმიღია მონაწილეობა.
    ტანზე ბევრი შრამი მაქვს და არიან კიდეც თვითმხილველები”, – განაცხადა ყოჩიაშვილმა.
    მისი თქმით, შვიდი წლის ასაკში გაიგო, რომ ნაშვილები იყო და ეს მისთვის სტრესი გახდა.
    “ჩემი ზიზღის მიზეზი მშობლების მხრიდან იყო ის, რომ მათ გარდაცვლილი ჰყავდათ შვილი და მეუბნებოდნენ, შენ მასავით არ იქცევი და ლაპარაკობო. მითხრეს შენ უნდა იწვე საფლავში და ია ცოცხალი უნდა იყოსო?!”, – განაცხდა ყოჩიაშვილმა
    გამოძიების ინფორმაციით, 18 წლის გოგომ არასრულწლოვანი მეგობრისა და 23 წლის მეგობარი მამაკაცის დახმარებით, გამზრდელი დედა, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ გვამი დანით დაანაწევრა და ნაგავსაყრელზე დაწვა.

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი