ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნიკა მელია - ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს

    ნიკა მელია - ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს
    ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას აღარ იკავებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

    "ვანო მერაბიშვილის პოზიციაა, რომ იგი არ დარჩეს „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობაზე“, - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

    რაც შეეხება პარტიაში დარჩენის, ან პარტიიდან გასვლის საკითხს, მისი თქმით, ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას თავად ვანო მერაბიშვილი გააკეთებს.

    "ის ამჟამად ელოდება სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომას, სადაც მისი საქმე განიხილება. ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილი თავად გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებას", - განაცხადა მელიამ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი