ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ბიზნესმენ დავით სიხარულიძის ქოხს ხანძარი გაუჩნდა.
როგორც შსს დან "გურიის მოამბეს" აცნობეს, ხანძრის შედეგად ქოხი მთლიანად დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქოხს, რომლის გვერდითაც პატარა საამქრო ფუნქციონირებდა, ცეცხლი გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა განზრახ წაუკიდეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 188 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
No comments:
Post a Comment