ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    გარდაიცვალა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

    img
    მოთხილამურე, რომელიც კურორტ “გოდერძიზე” მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დღეს გარდაიცვალა, თემურ გაბაიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს. თემურ გაბაიძე ბოლო პერიოდში შუახევი ჰესზე მუშაობდა. 2011-2012 წლებში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. შეგახსენებთ, რომ კურორტ გოდერძის სათხილამურო ტრასაზე მოთხილამურე დაშავდა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ერთმანეთს ორი მოთხილამურე შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა. “შემთხვევა პირველ იანვარს მოხდა. დაშავებული დღეს დაიღუპა.”, – აცხადებს კურორტ გოდერძის დირექტორი ჯემალ ბოლქვაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი