ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სავარაუდოდ, დაზარალებული გოგონას დედა სინოდს ფაქტის გამოძიებას თხოვს

    რუსთავი2  ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტის, სერაფიმეს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს 29 იანვრის გადაცემაში გამოეხმაურა.  გადაცემა “პოსტსკრიპტუმმა”  მაყურებელს იმ წერილის შესახებ მოუთხრო , რომელიც სავარაუდოდ, დაზარალებული გოგონას დედამ სინოდის წევრებს დაუგზავნა და საპატრიარქოში საკუთარი ხელით მიიტანა.
    წერილში დედა წმინდა სინოდს ფაქტის გამოძიებას სთხოვს და ამბობს, რომ ეშინია მისი 15 წლის შვილმა ამხელა სტრესის ფონზე თვითმკვლელობა არ სცადოს. „ჩემი მიზანი არ არის მეუფის კანონდასჯადი ქმედებისათვის სამართლებრივად მასზე სასჯელის დაკისრება. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოიკვლიოთ სიმართლე და ეს ადამიანი ჩამოაშოროთ მაღალ იერარქიას. სხვა ეპარქიაში მისი გადაყვანა ნიშნავს მის გამართლებას და ხელის დაფარებას. ასევე ხელს შეუწყობს კიდევ არაერთი მოზარდის ფსიქიკის გაწირვას, რადგან ეს შემთხვევა პირველი არ არის,“ – წერს მშობელი.
    ბორჯომ-ბაკურიანის ორად გახლეჩილ ეპარქიაში მრევლის ერთი ნაწილი მიტროპოლიტ სერაფიმეს დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს, მეორე ნაწილი კი მღვდელმსახურს საშინელ დანაშაულში სდებს ბრალს: პედოფილია, გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანი გოგონას მიმართ.
    სერაფიმე ჯოჯუამ საეპარქიო თანამდებობა პირველი ჭორის გაჩენისთანავე დატოვა. მრევლისთვის არაფერი აუხსნია.  გადადგომიდან 9 თვის შემდეგ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიტროპოლიტი ავსტრია-გერმანიის ეპარქიის მმართველად გაამწესა, მაგრამ ეპარქიის სამივე სამღვდელო პირმა  ღია საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა, რითაც აქამდე გაუგონარი დაუმორჩილებლობა გამოავლინა.
    „ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო, მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის,“- ნათქვამია წერილში.
    სერაფიმე ჯოჯუა ისევ უთქმელად,  მეორედ გადადგა.
    შიდასაეკლესიო დაპირისპირებისათან ერთად, სერაფიმე ჯოჯუას მომხრეები ამ სკანდალში პოლიტიკურ კვალს ხედავენ. ზოგიერთი სასულიერო პირისა და მონასტრის წინააღმდეგობის მიუხედავად, სერაფიმე ჯოჯუას ბორჯომსა და ბაკურიანში ბევრი მომხრე ჰყავს. მრავალათასიანი მრევლი სამებისკენ მსვლელობას აპირებს.  პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეზე ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებს.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი