ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    შენი გია რომ მოკლეს და შენ სასწაულით გადაურჩი დაღუპვას, ეგ დამპალი დოდონა კიზირია კმაყოფილებას ვერ მალავდა!

    შენი გია რომ მოკლეს და შენ სასწაულით გადაურჩი დაღუპვას, ეგ დამპალი დოდონა კიზირია კმაყოფილებას ვერ მალავდა!
    ამერიკის ხმის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ჩხუბიანიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ირინა სარიშვილის ფეისბუკკომენტარს, რომლითაც პოლიტიკოსი დოდონა კიზირიას არც თუ დელიკატურ პოსტს იცავს: „ვინმემ გადაეცით ჩემგან ირინა სარიშვილს, რომელმაც დამბლოკა: ირინა, კარგად მიცნობ, ამერიკაში ძმებ გუდავებთან ვმეგობრობდი და ბევრი სიკეთე მოუყოლიათ ჩემთვის გიაზე, რომელსაც პირადად არ ვიცნობდი რამეთუ ძველი ემიგრანტი ვიყავი. გიასთან მხოლოდ ერთხელ მილაპარაკია ტელეფონით ვაშინგტონის რადიოდან და მე მას დიდ პატივს ვცემდი. ისე რომ ტყუილს არ ვიტყვი... ირინა, შენი გია რომ მოკლეს და შენ კი სასწაულით გადაურჩი დაღუპვას, ეგ დამპალი დოდონა კიზირია კმაყოფილებას არ მალავდა! დიახ, კარგად მახსოვს იმ დღეს მისი დარეკვა რადიოში, ღია ეთერში გამოსვლა, სტუდიაში პროდუსერი ვიყავი. დაფიქრდი, სანამ კიზირიას ადვოკატობას დაუწყებ რაოდენ დიდი ანტაგონიზმიც არ უნდა გქონდეს ხელისუფლებისა თუ საზოგადოების მიმართ. გია ზეციდან გადმოგყურებს...“, წერს გიორგი ჩხუბიანიშვილი.
    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი