ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    7 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში უკვე აღარ უშვებენ

    მოქალაქეებს იმ 7 ქვეყნიდან, სადაც უმეტესად მუსლიმები ცხოვრობენ, აშშ-ში შესვლის საშუალებას აღარ აძლევენ. მათ პრობლემები ავიაბილეთების შეძენის დროსაც შეექმნათ . ამის შესახებ სააგენტოები ავიაკომპანიების ინფორმაციებზე დაყრდნობით იუწყებიან.
    როგორც სააგენტო ფრანს-პრესი იტყობინება, რიგმა ავიაკომპანიებმა აშშ-ში ირანელი მგზავრების გადაყვანაზე უარი განაცხადეს.
    ავიაკომპანიებმა Etihad Airways, Emirates  და Turkish Airlines ტურისტულ სააგენტოებს მოთხოვეს, არ მიყიდონ აშშ-ში გასამგზავრებელი ბილეთები ირანელებს.  აკრძალვა იმ ირანელებსაც შეეხო, რომლებსაც პასპორტში აშშ-ის ვიზები აქვთ.
    ავიაკომპანიამ Qatar Airways თავის მგზავრებს, რომლებიც  ტრამპის განკარგულებაში მოხსენებული 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან, მოთხოვა, რომ უარი თქვან აშშ-ში გამგზავრებაზე იმ შემთხვევაში, თუ მათ არ გააჩნიათ აშშ-ის ბინადრობის მოწმობა (მწვანე ბარათი) ან დიპლომატიური ვიზები. ეს ქვეყნებია: ერაყი, ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი.
    სააგენტო როიტერი კაიროს აეროპორტიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავიაკომპანიამ EgyptAir , შაბათს  ნიუ-იორკში გასამგზავრებლად ბორტზე არ აუშვა ერაყის 5 და იემენის 1 მოქალაქე.
    მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა ქვეყანაში სირიელი ლტოლვილების მიღება გაურკვეველი დროით შეაჩერა და 120 დღით გაყინა სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილების მიღების პროგრამა.
    ტრამპი აცხადებს, რომ ასეთი ზომები აუცილებელია იმისთვის, რომ ლტოლვილის სახეს ამოფარებული ისლამისტების აშშ-ში შესვლა შეწყდე .  ამ განკარგულების მოწინააღმდეგეები მიუთითებენ, რომ საიმიგრაციო სამსახურები ისედაც ატარებდნენ აუცილებელ შემოწმებებს, რათა არ მომხდარიყო ქვეყანაში ექსტრემისტების შესვლა.
    განკარგულების ძირითადი დებულებებია:
    ლტოლვილების მიღება სხვა ქვეყნებიდან 120 დღით შეჩერდა
    მთლიანად და განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა სირიელი ლტოლვილების მიღება
    90-დღით აიკრძალა აშშ-ში შესვლა ნებისმიერი იმ პირის, რომელიც 7-დან ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა: ერაყის, სირიის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის და იემენის.
    ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ჩამოთვლილი  7 ქვეყნის იმ მოქალაქეებზეც ვრცელდება,  ვისაც უკვე აქვს მწვანე ბარათი და ამ დროისთვის აშშ-ს საზღვრებს გარეთ იმყოფება.
    110 000 ლტოლვილის ნაცვლად , რომლებიც ობამას ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ლიმიტის თანახმად 2017 წელს უნდა მიეღოთ, ახალი შეზღუდვით მხოლოდ  50 ათას ლტოლვილს მიიღებენ.
    აშშ შემოიღებს აუცილებელ ინტერვიუს ქვეყანაში შესასვლელი ვიზის მისაღებად. ამ წესიდან გამონაკლისი შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურად მოხდეს.
    აშშ-ში შესვლის პრიორიტეტული უფლება მიეცემა რელიგიურ უმცირესობებს სხვა ქვეყნებიდან. ტრამპმა განსაკუთრებით გამოყო სირიელი ქრისტიანები.
    კომპანია google-მა თავის თანამშრომლებს, რომლებიც ამჟამად არ იმყოფებიან აშშ-ში და შესაძლოა შეეხოთ ეს დირექტივა, სასწრაფოდ უკან დაბრუნება მოთხოვა . კომპანია ვარაუდობს, რომ 100-მდე მისმა თანამშრომელმა შესაძლოა, ვეღარ შეძლოს აშშ-ში დაბრუნება. ოფიციალური კომენტარი ამის შესახებ არ გაკეთებულა, თუმცა შესაბამისი განკარგულება Bloomberg-ს ჩაუვარდა ხელში . 

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი