ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    როცა აცხადებენ, რომ რუსთავი-2 თავისუფალი სიტყვის ერთადერთი დამცველია, ეს თქვენ შეურაცხყოფას არ გაყენებთ? - მალხაზ გულაშვილი კოლეგებს

    Related image
    ინგა გრიგოლიას განცხადებით, რუსთავი-2-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი და მისი მეუღლე ია კიწმარიშვილი აპირებს სასამართლოს მიმართოს რუსთავი-2-ის წილებთან დაკავშირებით.   
    პირველიTV ეთერში ინგა გრიგოლიას „რეაქციის“ მთავარი თემა რუსთავი-2 და სიტყვის თავისუფლება იყო. შესაბამისად, ინტერაქტივის კითხვებიც ასე იყო ფორმულირებული: რა იყო სასამართლოს გადაწყვეტილება  - სამართლიანობის აღდგენა, თუ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა? გადაცემის წამყვანმა მთავარი თემა ასე განსაზღვრა: ჩვენ გვინდა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და არა ერთ ხმაზე ამღერებული ნაციონალური არხები.
    გადაცემის მსვლელობისას ჩაერთო კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე, რომელიც აცხადებს, რომ მათ შექმნეს  თავისუფალი ტელევიზია, რომელიც ვარდების რევოლუციამდე მოიტანეს, მერე ხელისუფლების მოთხოვნით ჩაბარდა ქიბარ ხალვაშს. მერე ისიც არ მოეწონათ და გადასცეს სხვებს.„ჩვენ 2012 წელს შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში, რომელსაც თავიდან მიეცა მსვლელობა, შემდეგ გაჩერდა პროცესი. ამ დროს სასამართლოს მიმართავს ქიბარ ხალვაში, რისი უფლებაც ჩვენ აღარ გქონდა ვადების ამოწურვის გამო. აქ ჩვენი გზები იკვეთება და  ამიტომ დავიწყეთ მოლაპარაკების პროცესი“, განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ხალვაშის მმართვის დროს რუსთავი-2 ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს.„თუ ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს წილს, ეს ნიშნავს, რომ ტელევიზია გათავისუფლდება ყველანაირი წნეხისაგან. იგი იქნება კრიტიკული და შევასრულებთ იმ სამ პრინციპს, რაზეც არაერთხელ გვილაპარაკია.თუ ეს არ გამოვა, ამასაც ვიტყვით“, აცხადებს აქიმიძე.
    „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა საუბარი კონტრკითხვით დაიწყო: - როცა აცხადებენ, რომ რუსთავი-2 თავისუფალი სიტყვის ერთადერთი დამცველია, ეს თქვენ შეურაცხყოფას არ გაყენებთ? „აქ ლაპარაკია მსხვილ ნაციონალურ არხებზე“, განაცხადა ინგა გრიგოლიამ. „უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ჩამოშორდება ტელეკომპანიას. ქიბარ ხალვაში იყო „პროქტელ ენდ გემბელის“ წარმომადგენელი, დაუძახეს და უთხრეს, უნდა  იყიდოო და ჩააბარეს არხი. დღეს ის ხალხი ლაპარაკობს სიტყვის თავისუფლებაზე, ვინც ამას ჩადიოდა. ბრტყელბრტყელი სიტყვებით გამოდიან სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით.
    გადაცემაში ჩაერთო რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გავარამია, რომელმაც ჯარჯი აქიმიძესა და გიორგი დვალს ქართული ოცნების მხარდამჭერი და ჩვეულებრივი ქოცები უწოდა. ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი აქცენტს აკეთებს კერძო საკუთრების დაცვასა და სამართლიანობის აღდგენაზე. გადაცემის ბოლოს მალხაზ გულაშვილმა რეპლიკის სახით განაცხადა, რომ ვინც ნიკა გვარამიას რუსთავი-2-ს უჭერს მხარს, ის არის ნაციონალი, ან ღია, ან შეფარული. ამ რეპლიკას მოყვა ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის პროტესტი და ისევ მალხაზ გულაშვილის გამოსვლა: „არ მინდა ტელევიზიებში ისევ გამეორდეს, რაც „კავკასიაზე“ მოხდა, ჩხუბი პირდაპირ ეთერში და დაჭერა. ნუ გამოხვედით ქართული მედიის დედა და ნუ დაკარგავთ ნამუსის ძარღვს“, მიმართა მან კოლეგას.

    ინტერაქტივის კითხვების პასუხები ასეთი შედეგით  დასრულდა: 68% მიიჩნევს, რომ ეს იყო სამართლიანობის აღდგენა, მეორე კითხვას კი 32% ერგო. როგორც გგოლიამ განაცხადა, შემოვიდა ზარების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რადგან თემა საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლებისთვის.               


    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი