ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მამუკა არეშიძე: ერთადერთი ადგილი, სადაც თურქეთმა უპირატესობას მიაღწია, არის აჭარა!

    „ჩვენი უბედურება ის არის, რომ ჩვენი სიღარიბის გამო, ვერ ვახერხებთ, ვიყოთ აქტიურები იმ ბრძოლაში, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორისაა საქართველოში", -  განაცხადა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრისას.

    „გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში დიდ გავლენას მიაღწია თურქეთმა ჩრდილო კავკასიაში. შენობა არ შენდებოდა, თურქეთის კაპიტალი რომ არ ყოფილიყო ჩართული მახაჩყალიდან ვიდრე კრასნოდარამდე, მას მაშინ ჰქონდა დიდი გავლენა, მაგრამ რუსეთმა ნელ-ნელა ფეხი ამოაკვეთინა. აფხაზეთშიც შეეცადა თურქეთი ფეხის მოკიდებას, მაგრამ აფხაზეთშიც იგივე დაემართა 2008 წლის შემდეგ. დღეს იქ სუფთა თურქული ფირმები აღარ არსებობს: თუ არის რამე თურქული ფირმა, დაკომპლექტებულია თურქეთში მცხოვრები აფხაზებით. ვერც აზერბაიჯანში შეძლო თურქეთმა გადამწყვეტი ეკონომიკური გავლენის მოპოვება და ვერც საქართველოში. შეიძლება, ქართველმა საზოგადოებამ არც იცის, თუ როგორ ჭიდაობდნენ თურქული და რუსული ენერგეტიკული კომპანიები, რომელთა უკან მათი სახელმწიფოები იდგნენ, რომ ხელში ჩაეგდოთ ჩვენი ენერგეტიკული სექტორი. ერთადერთი ადგილი, სადაც თურქეთმა უპირატესობას მიაღწია, არის აჭარა, ამიტომაა დღეს რუსეთი ძალიან დაინტერესებული, რომ როგორმე აჭარაში მოიკიდოს ფეხი ეკონომიკურად. ჩვენი უბედურება ის არის, რომ ჩვენი სიღარიბის გამო, ვერ ვახერხებთ, ვიყოთ აქტიურები იმ ბრძოლაში, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორისაა საქართველოში", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.




    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი