ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სასწრაფოდ სკანდალი! ბიძინა ივანიშვილი ჩვენთვის მტერია: რა უჭირს ხალხს?!

    დაუცველები ფიქრობენ, რომ დღეს ქართულ ოცნებას მხოლოდ საკუთარი ჯიბე და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, ხეები აინტერესებს.
    „ყველაფერს უნდა ივანიშვილს, მისი იყოს, პრეზიდენტიც, პარლამენტიც, ყველა პარლამენტარი და მან უნდა მართოს ქვეყანა. იქით ხე აქვს გამზადებული, მზიურში და უნდა გადაკეტოს გზები, რომ წაიღოს, მაი ხეკაცაი, ხეკაცაი,“ - ამბობს აჭარის ერთ-ერთი მცხოვრები.
    არჩევანთან საუბრისას ადამიანები აცხადებენ, რომ აჭარაში ახლა არაფერი კეთდება და პოლიტიკოსებს ხალხი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ.
    „როგორც შევხვდით ლამაზად, ახლა ლამაზად გავაცილოთ,“ - აცხადებს ერთ-ერთი რესპოდენტი.
    გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ სოციალური დახმარება მოუხსნეს და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. რესპოდენტთა უმრავლესობა გასული 5 წლის მმართველობით უკმაყოფილოა, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვითა და უფასო სახელმძღვანელოებით კმაყოფილები არიან.
    ბათუმის მახლობლად, დასახლება ოცნების ქალაქში კი ოჯახები მუყაოს სახლებში ცხოვრობენ, თუმცა დახმარებას სახელმწიფოსგან მაინც არ იღებენ.
    „ბიძინა ივანიშვილი ჩვენთვის მტერია,“ - ასე აფასებენ ზუგდიდელები ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის დაპირებებს. სამეგრელოში მცხოვრები დევნილები მთავრობას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ მათთვის აშენებული სახლების დარიგება არასამართლიანად ხდება.
    ზუგდიდის მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებს უპირველეს პრობლემად ასახელებს. მათი თქმით, პროდუქტები და მედიკამენტები გაძვირებულია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მათი პრობლემებით არ ინტერესდებიან.
    ზოგიერთი მათგანი პარტიული ნიშნით დევნაზეც საუბრობს და აღნიშნავენ, რომ სოციალური დახმარება სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან სავარაუდო კავშირის გამო მოუხსნეს.
    ზუგდიდში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გატაცება - ხეების დენდროლოგიურ პარკში გადატანა, ცუდად დასრულდება. 
    „რაიონებში ხალხს მატლები ასევია, უშველეთ ამ ხალხს,“ - აცხადებს ქუთაისის ერთ-ერთი ადგილობრივი. მოსახლეობის უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობის მიუხედავად მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
    მოსახლეობა მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ფონზე საუბრობს და აღნიშნავენ, რომ ყველაფერი გაძვირებულია, პენსიები არ იზრდება, გადასახადები მატულობს და ამის ფონზე გაზრდილ კრიმინალზე საუბრობენ.  
    „შიმშილია ქვეყანაში, რა ცხოვრება მოვიდა?! ვის უნდა ასეთი ცხოვრება?!“ - ამბობს ფოთის ერთ-ერთი მკვიდრი გადაცემა არჩევანის გამოკითხვაში.
    ფოთში აცხადებენ, რომ ისინი კი არ ცხოვრობენ, არსებობენ და ბოლო წლების განმავლობაში მათი ცხოვრების დონე გაუარესდა.
    „სამუშაო არ არის, არაფერი არ არის, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ ბოლო წლებში და ამას დაემატა ყველაზე უარესი, უიმედობა,“ - აცხადებს ერთ-ერთი რესპოდენტი.
    მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლება მათი საშინელი მდგომარეობით არ ინტერესდება მას შემდეგ, რაც მათ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში ხმა მისცეს. 
    guriismoambe.com

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი