ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დედამ შვილს ჭიპლარი პლაცენტიდან 5 დღე არ მოაჭრა და აი რა მოხდა...

    წარმოიდგინეთ, რომ მაგიდასთან ზიხართ მუღლესთან, 4 წლის გოგონასთან და ახალშობილთან ერთად და მხარზე გაქვთ ჩანთა, რომელშიც მისი პლაცენტაა. სწორედ ასე გააკეთა კლარა რიბამ _ ნოვატორმა დედამ კვინსლენდიდან.
    მეორე შვილის დაბადებისას ავსტრალიელმა ქალბატონმა გადაწყვიტა ჭიპლარი არ გადაეჭრა პლაცენტაზე და სახლში ჰქონოდა. ასეთ მშობიარობას ლოტოსისებური ეწოდება და სულ უფრო და უფრო მეტ პოულარობას იძენს.

    მთელ ოჯახს 5 დღე ეძინა ახალშობილ ლუკტან და მის პლაცენტასთან ერთად. 5 დღის შემდეგ ის თავისით, ბუნებრივად მოძვრა . „ მე სახლში ვიმშობიარე, ამიტომ მსურდა, რომ მშობიარობის ხელუხლებელი ბუნება კვლავ გაგრძელებულიყო. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებია რაც შეიძლება ფრთხილად, ყველაფერი ბუნებრივად და ჩარევის გარეშე“, _აგვიხსნა კლარამ. ლოტოსისებურ მშობიარობას ( ჭიპლარის გადაჭრის გარეშე) მრავალი უპირატესობა გააჩნია: ბევრი თვლის რომ ეს სასარგებლოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ასევე - დედას და შვილს შორის კავშირისთვის.

    როგორც წესი პლაცენტა ხმება და ძვრება 5 - 9 დღის განმავლობაში. „ მე მსურდა პატივი მიმეგო პლაცენტისთვის, იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი რამ გააკეტა ბავშვისთვის“, _თქვა კლარამ. მაგარამ რეალობა, ცოტა განსხვავდებოდა მოლოდინისგან.


    ლუკი დაიბადა ავსტრალიის ყველაზე ცხელ პერიოდში და პლაცენტა მალევე აყროლდა. მშობლები აფრქვევდნენ სურნელოვან ბალახებს, ფუთავდნენ ტანსაცმლის პაკეტებში, მაგრამ მაინც ოცნებობდნენ ჭიპლარის მოჭრაზე...

    მიუხედავად ამისა, ოჯახმა მოითმინა 5 დღე, რის შემდეგაც დიდი ხანი ანიავებდნენ სახლს და ირეცხავდნენ საზიზღარ სუნს.
    წყარო

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი