ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    Reuters: ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ ''რუსეთის დაზვერვის აგენტის'' სიკვდილით დასჯის ვიდეო გაავრცელა

    ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მამაკაცის სიკვდილით დასჯის ვიდეო გაავრცელეს, რომელსაც ისინი რუსეთის დაზვერვის აგენტს უწოდებენ,-ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters კვლევით ჯგუფ SITE-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ვიდეო რუსულ ენაზეა ჩაწერილი და მისი ხანგრძლივობა 12 წუთია. სააგენტოს ცნობით, ვიდეოში შავი ფერის ტანისამოსში გამოწყობილი პირი, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ მერძოლები რუსეთის დაზვერვის აგენტს უწოდებენ, საკუთარი რეკრუტირების შესახებ საუბრობს.
    Reuters-ის თანახმად, ამის შემდეგ ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლს უწოდებს, რუსეთის მოქალაქეებსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ქვეყანაში ახალი თავდასხმების შესახებ აფრთხილებს.
    მუქარის შემდეგ ტერორისტები მსხვერპლს თავს კვეთენ. სააგენტომ ჯერჯერობით ვიდეოს ავთენტურობისა და მსხვერპლის ვინაობის დადგენა ვერ შეძლო. ვიდეოში მას ევგენი პეტრენკოს უწოდებენ.
    ამ ეტაპზე ისიც უცნობია, თუ როდის ჩაწერეს ვიდეო. SITE-ს ინფორმაციით, ვიდეო სირიის ქალაქ რაქაშია გადაღებული, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქსაც უწოდებენ. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ინციდენტის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი