9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა. ცხედრები მაშველებმა შახტიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. დაღუპულებში ყველაზე ახალგაზრდა, 45 წლის ალექსანდრე ჭელიშვილი იყო, რომელსაც ცოლი და ერთი შვილი დარჩა. ცოლი და ორი შვილი დარჩა 55 წლის გიზო კუბლაშვილს. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ასევე 56 წლის გიზო გუბელიძე. მასაც მეუღლე და ორი შვილი დარჩა. 57 წლის ბიქტორ დაღუნდარიძეს ასევე მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.
Ambebi.ge-ს ერთ-ერთი გარდაცვლილის ალეკო ჭელიშვილის ოჯახის მეგობარი ლელა ბოჭორიშვილი ესაუბრა, რომლის მეუღლეც ასევე შახტაშია დასაქმებული.
- ალეკო ჩემი ქმრის მეგობარი იყო, მისი გარდაცვალება ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია. ტყიბულში ტრაგედია ტრიალებს, ისედაც დაცარიელებულ ქალაქში, ერთმანეთზე საუკეთესო ადამიანები გარდაიცვალნენ, მთელი ქალაქი დადუმებულია. ვერ გადმოვცემ იმას, რაც ახლა აქ ხდება. გარდაცვლილებს შორის ყველაზე უფროსი ვიქტორ დაღუნდარიძე იყო, შვილიშვილებიც ჰყავდა და ასე თუ ისე, რაღაცას მაინც მოესწრო ცხოვრებაში. დანარჩენებს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. ალეკოს 5 წლის ბიჭი ჰყავს, რომელიც მამის გარეშე არ იძინებდა. ამასწინათ პანაშვიდზე ვიყავით ალეკოსთან ერთად და ალეკომ თქვა, ამ ბოლო დროს ბავშვი მე თვითონ თუ არ დავაძინე, ისე აღარ იძინებსო. ანგელოზივით ბიჭი იყო, მის ოჯახს ლუკმა პური რომ არ მოჰკლებოდა, სულ მუშაობდა. ოთხივე გარდაცვლილი პროფესიონალი იყო, როგორც კატა დაცოცავს ხეზე, ისე დაცოცავდნენ შახტაში, მაგრამ უბედურებისგან დაზღვეული არავინ არ არის.
- ცნობილია, რომ ამ ამბავს ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს, რას იხსენებს ის?
- კი, ერთი თვითმხილველი ჰყავს ამ ტრაგედიას, ახალგაზრდა ბიჭია, მანუჩარი ჰქვია. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ არის. თურმე ბაგირი რომ ჩაწყდა და მუშები ჩაცვივდნენ, რაღაც პერიოდის მანძილზე ესმოდა მათი განწირული ყვირილის ხმა... ამბობს, მათი ხმა არასოდეს დამავიწყდებაო. ცხედრები სულ დასახიჩრებულია, დაახლოებით 120 სართულიანი კორპუსის სიმაღლეზე ჩავარდნენ, შემდეგ 13 საათი გაცხელებულ ნახშირში იყვნენ... ალეკოს და ვიქტორის ცხედრები შედარებით ნაკლებად დაზიანებულია, ამით იმის თქმა მინდა, რომ ხელ-ფეხი თავის ადგილზე აქვთ.
- რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი?
- შახტაში ცოტა ხნის წინ, ახალი უფროსი მოიყვანეს და მდგომარეობა ძალიან გამოსწორდა. 20-30 ლარით გაზარდა ხელფასები, გამკაცრდა წესები, უფრო მეტად იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, ნასვამ მუშას შახტაში არ უშვებდნენ, ამიტომ ვერ ვიტყვი, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი. იმასაც ამბობენ, თითქოს მათ თოკები არ ეკეთათ, როცა მუშაობდნენო. ახლა რა მნიშვნელობა აქვს, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი? ფაქტია, ოთხმა ოჯახმა დაკარგა მარჩენალი, 8 შვილი დარჩა მამის გარეშე. რა შეცვლის ამ ტკივილს? ამ ქალაქში შახტის გარდა, არანაირი შემოსავალი არ არსებობს, აქ ცხოვრება პატრიოტიზმია და თუ მოგვაქცევს სახელმწიფო ყურადღებას, კარგი იქნება. მართალია, ჩვენს ქმრებს და შვილებს ასეთ პირობებში უწევთ მუშაობა, მაგრამ მადლობას ვეუბნებით ბიზნესმენს, რომელიც შახტას ამუშავებს, ესეც რომ არ იყოს, მოკვდებოდა ტყიბული.
თამარ ბოჭორიშვილი
წყარო:Ambebi.ge

No comments:
Post a Comment