ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    რატომ დატოვა სოსო ოხანაშვილმა საქართველო

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსოოხანაშვილი საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული - ამის შესახებ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისმა მეუღლემ ეკა შიოლაშვილმა განუცხადა.

    წასულია სამუშაოდრადგან მას საქართველოში სამსახური აღარ აქვს", - განაცხადა ეკაშიოლაშვილმა.

    სოსო ოხანაშვილი რამდენიმე დღეა, საქართველოში არ იმყოფება. „საზოგადოებრივ მაუწყებელს" რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, რომ ოხანაშვილი გერმანიაში გაემგზავრა.

    სოსო ოხანაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურას ჩვენება მისცა. საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ ილია მეორის დაცვის ყოფილი უფროსი ბრალდებული დეკანოზის თანამზრახველია. ირაკლი მამალაძე ამტკიცებს, რომ სოსო ოხანაშვილისა და დაცვის სამსახურის სხვა წევრების მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს და მათ წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას.

    „ციანიდის საქმის" არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 მაისს იწყება.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი