საბერძნეთში მოკლული 36 წლის ქალის მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “იბერიას” ინფორმაციით, დიანა ბერიძე, რომელიც ხალკიდიკის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს, ახლობლებმა ამოიცნეს. მისი იდენტიფიცირება სვირინგით მოხდა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მკვლელობის მოტივის დასადგენად. დაკავებულია 38 წლის ბერძენი ქირურგი. მედიკოსს განზრახ მკვლელობა ბრალდება, წინასწარი ინფორმაციით, დიანა ბერიძე მისი პაციენტი იყო. ექიმმა ქალი ჯერ მოკლა, შემდეგ სხეული თავიდან მოიშორა. ვიდეოკადრები უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერებიდან. “იბერიას” ინფორმაციით, დიანა ბერიძის ახლობელი აცხადებს, რომ დიანა გათხოვილი იყო ბერძენ ადვოკატზე, თუმც აბოლო პერიოდში გაიჩინა მეგობარი მამაკაცი, სწორედ ის ქირურგი, რომელსაც მისი განზრახ მკვლელობა ბრალდება. ქართველი ემიგრანტები “იბერიასთან” საუბარში ყვებიან, რომ საბერძნეთის პოლიციამ ქალის “ფეისბუქის” გვერდი გააუქმა და ნივთმკტკიცებად ამოიღო ექიმისა და ქალის მიმოწერები. მისი მამიდა აცხადებს, რომ დიანა დაახლეობით 6 წელია რაც საბერძნეთშია გათხოვილი, ჰყავს 3 შვილი და ოჯახი ქართული მხარის ცართვას ითხოვს საქმეში და დამნაშავეების დასჯას.
წყარო
წყარო