ზუსტად შემიძლია თქმა, რომ მოსახლეობა მზადაა ხელისუფლების შესაცვლელად და თუ ის არ/ვერ იცვლება, პოლიტიკური კლასის ბრალია, რომელიც, როგორც ჩანს, თავად არაა ამისთვის მზად.
დაიჯერეთ ბოლობოლო ქართველი ამომრჩევლის და ასევე საკუთარი ძალების. მორჩით წუწუნს და ერთმანეთის დაჭმას და შეუტიეთ კონსოლიდირებული ძალებით. ივანიშვილის რეჟიმი მოყანყალებულია და ვერანაირი კონსტიტუციური შულერობა მას ვეღარ უშველის, რაკიღა ხალხი მის გვერდით აღარაა. ნუ მიყვებით ხელისუფლებას უსარგებლო დებატებში სხვადასხვა სისულელეებზე და ნუ ეხმარებით პოლიტიკური პროცესის სიმულირებში. დატოვეთ ხალხის პრობლემების პირისპირ, მანამდე კი საკუთარ თავში აღმოაჩინეთ ცვლილებების ენერგია და დაიჯერეთ ბოლობოლო, რომ არავითარი დაუმარცხებელი ბიძინა არაა. სტრასბურგის სასამართლო გაიხსენეთ და ირწმუნეთ, რომ გამოსავალი ყოველთვსაა, მაშინაც, როცა არაა. როცა მართალი ხარ, გჯერა და ძალიან გინდა, ყველაფერი შესაძლებელია.
ps გადაცემაზე მომუშავე ჟურნალისტებით, ოპერატორებით და მემონტაჟეებით ვამაყობ."
ნიკა გვარამია
წყარო