ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ლევან გოგიჩაიშვილი: ლაშა თორდიას ვადა გასდის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი პოზიციით ივაჭროს

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გენერალურ აუდიტორზე ლაშა თორდიაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რადგან ლაშა თორდიამ პირველმა თქვა საჯაროდ, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, არ ნიშნავს, რომ მისი პოზიცია მართალია.

    რამდენადაც ვიცი, შსს-მ გამოძიება დაიწყო, მანდ გასარკვევია, იყო ეს პროვოცირებული თუ არა. რადგან ერთი მხარე საუბრობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მართალია. გასაგებია, თორდია ცდილობს თავისი პოზიციის დაცვას, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით როგორ მოხდა, მითუმეტეს თვითონ არის მოქმედი აუდიტის სამსახურის უფროსი, ვინ -ვის დაესხა თავს, ამასთან დაკავშირებით ჯერ გამოძიებას არ უთქვამს.

    მედია პრივილეგიით სარგებლობა, იმას არ ნიშნავს აპრიორი, რომ მართალია, მითუმეტეს ახლა თორდიას ვადა გასდის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი პოზიციით ივაჭროს, ამიტომ ასე ცალსახად, საკითხის დაყენება, რომ თორდია მამა აბრამის ბატკანია, ვფიქრობ,  არ იქნება სწორი, სანამ არ დამთავრდება გამოძიება და არ გაირკვევა რა მოხდა და როგორ მოხდა.

    რადგან საჯაროდ პირველმა თქვა, რომ ასე მოხდა, არ ნიშნავს, რომ მისი პოზიციაა სწორი. მილიონჯერ ყოფილა ცხოვრებაში, რომ ვიღაცის ბრალია და მერე ცდილობს სხვას გადააბრალოს, ამიტომ, ჯობია გამოძიებამ გასცეს პასუხი, რა მოხდა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


    წყარო : wyaro

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი