„გირჩევდით, ელემენტარულად, ნახოთ იოსებ გოგაშვილის მიერ შევსებული დეკლარაცია და იქ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა მისი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ცნობილია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, პროკურატურაში მოკვლევა მიმდინარეობს და თუ რამე აღმოჩნდება, პროკურატურა განცხადებას გააკეთებს.
,,თუმცა მე გირჩევდით, ელემენტარულად, ნახოთ მისი შევსებული დეკლარაცია და იქ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება. შეგიძლიათ ახლავე შეხვიდეთ და ნახოთ დეკლარაცია”, – აღნიშნა გომელაურმა.
იმის შესახებ, რომ იოსებ გოგაშვილს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ქონება აქვს მეუღლის დებზე გაფორმებული, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ყველას დედმამიშვილს აქვს უფლება, ჰქონდეს რაიმე ქონება.
„გახსენით დეკლარაცია, საუბარია ამ შემთხვევაში ბინაზე, სადაც ცხოვრობს და იქ ნახავთ, საიდან შეიძინა ეს სახლი“, – განაცხადა გომელაურმა.
წყარო