ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ნანა კაკაბაძე: პირადად გახლდით მომსწრე, როდესაც მიშა სააკაშვილი იყო სტუმრად პატრიარქთან და...

    „2009 წელს მე პირადად გახლდით მომსწრე, როდესაც მიშა სააკაშვილი იყო სტუმრად პატრიარქთან, მისი წასვლისთანავე პატრიარქი გახდა ცუდად. ის თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება ყოველთვის ეწეოდა ეკლესიის დისკრედიტაციას.

    „მაშინ მე დავსვი კითხვა - რატომ არ ხდება ამ ფაქტის გასაჯაროება-მეთქი? მაშინ ჩაითვალა, რომ სახელმწიფოსთან ასეთი ღია დაპირისპირება კარგს არაფერს მოიტანდა, თავად პატრიარქის სურვილიც ასეთი იყო, ვინაიდან შესაძლოა, ამას ეკლესიაზე სერიოზული დარტყმა მოჰყოლოდა.

    სააკაშვილი დაინტერესებული იყო პატრიარქის მართვით. როგორი იყო გეგმა და რას აპირებდნენ რეალურად, ცალკე საკითხია, მაგრამ ზუსტად ვიცი და მგონი, ეჭვი არავის ეპარება, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მართვადი პერსონა ყოფილიყო.

    მაგალითად, ალბათ, გახსოვთ, 2008 წელს პატრიარქი იყო ერთადერთი, ვისაც ცხინვალიდან დაჭრილები და გარდაცვლილები გამოჰყავდა. მაგრამ ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებს სააკაშვილი - „მე ვუთხარი პატრიარქს", „მე დავავალე" და ა.შ. ანუ ისე გამოჰყავდა, თითქოს პატრიარქი მისი მარიონეტი იყო. რა თქმა უნდა, სააკაშვილი იტყუებოდა, მაგრამ ამითაც კარგად გამოჩნდა მისი სურვილი, რომ თავის ჭკუაზე ეტარებინა მისი უწმინდესობა. პატრიარქი ამიტომაც არის ბრძენი, რომ მას შეეძლო ლავირება. ის ატარებდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესებს, მაგრამ ასე ხისტად არ ახდენდა ხელისუფლებასთან დაპირისპირებას. სააკაშვილის ხელისუფლება მუდმივად ეწეოდა ეკლესიის დისკრედიტაციას", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ. 
    წყარო : wyaro

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი