შემთხვევა ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე - სოფელ რუსთავთანTOYOTA-ს მარკის ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ის ახალციხეში ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და ისინი თბილისში, იმედის კლინიკაში გადიან მკურნალობას.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მანქანის მოცურებამ გამოწვია, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სავარაუდოდ სამივე პირი ახალციხიდანაა.
რუსთავი2