ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    არქიმანდრიტი ანთიმოზი სკანდალში ეხვევა "ვისროლე კი არა, დანა ამოვიღე, დავარდა და იტრიალა"



    არქიმანდრიტი ანთიმოზი მორიგ სკანდალში გაეხვა. მრევლის ინფორმაციით, სასულიერო პირმა საპატრიარქოსთან შეკრებილების მიმართულებით დანა ისროლა.
    საპატრიარქოსთან შეკრებილი მრევლი არქიმანდრიტს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
    საპირისპიროს ამტკიცებს ბრალდების ადრესატი. როგორც „ნიუპოსტს“ არქიმანდრიტმა უთხრა, „დანა უბრალოდ ხელიდან გაუვარდა“.
    მამა ანთიზოზი ირწმუნება, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის არ მიუყენებია.
    “შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. მამა ნიკოლოზის მომხრეები არიან და ჩემი ნაცნობები, მე მათ სიმშვიდისკენ მოუწოდე. თვითონ ვერ გაურკვევიათ რა უნდათ, ვუთხარი წადით, რა დაიშალეთ, ერთ ამბავში რომ ხართქო, სულ ეს იყო. ეს იყო მეგობრული მოწოდება, სამტრო რა მაქვს სულ ჩემიანები არიან“- განაცხადა არქიმანდრიტმა.
    რაც შეეხება ინცინდენტისას დანის სროლის საკითხს, სასულიერო პირი განმარტავს, რომ ცივი იარაღი არავის მისამართით არ გამოუყენებია.
    "დანა როგორ ვისროლე?! ვისროლე და ვიღაცას გავარტყი?!, ვისროლე კი არა, დანა ამოვიღე, დავარდა და იტრიალა, არავის არ შეხებია"- განაცხადა მან.

    newposts.ge

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი