ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "მოულოდნელად ატყდა სროლა, ბიჭი განწირული ხმით ყვიროდა, მიშველეთო" - რას ჰყვება თვითმხილველი

    თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა, სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს.

    "ტაქსით მივდიოდი, მოულოდნელად ატყდა სროლა. შავ მანქანას ესროდნენ, მაგრამ ისე უცებ მოხდა ყველაფერი რა მანქანა იყო არ მახსოვს. ავტომობილში ბიჭი იჯდა, რომელიც განწირული ხმით ყვიროდა, მიშველეთო. მიცვივდა ხალხი, ეს ბიჭი მანქანიდან გადმოიყვანეს და მერე სასწრაფოც მოვიდა" , - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბარში ლიკა მელოიანი, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო.

    ჯავახიშვილის ქუჩაზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გადაკეტილია გზა. მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით შინაგან სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.



    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი