უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა გურიაში, ქალაქ ოზურგეთში.
გუშინ გვიან ღამით, ზუსტად პოლიციის შენობის წინ სამმართველოს უფროსი და დეტექტივ–გამომძიებელი სცემეს.
ქალაქის ცენტრში მომხდარი ჩხუბის განეიტრალება პოლიციელებმა სცადეს, თუმცა მათ რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.
დაშავებული პოლიციელები სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება და დაკავებულია სამი პირი.
წყარო
წყარო