უკრაინაში შეტაკებების დროს ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
უკრაინაში, დონეცკის ოლქში, სოფელ ახალი ლუგანსკის მახლობლად შეტაკებების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს ქართველმა მებრძოლებმა აცნობეს.
როგორც დავით მაყიშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, პრო რუსმა სეპარატისტებმა ანტი ტერორისტული ოპერაციის ზონაში ნაღმმტყორცნები გამოიყენეს, რა დროსაც ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
გარდაცვლილი თადარიგის ოფიცრის ოჯახისთვის ჯერ არ უცნობებიათ. ამის გამო რუსთავი 2 მის ვინაობას არ ასახელებს.