ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    დავით საგანელიძე ჩინეთში გამოფენაში მონაწილეობდა, სადაც აფხაზეთი ცალკე ქვეყნად იყო წარმოდგენილი

    ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებული საქართველოს საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი დავით საგანელიძე ჩინეთში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, ორგანიზატორების ეგიდით გამართულ შეხვედრებში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ პირთან სენერ გოგუასთან ერთად მონაწილეობდა და საერთო ფოტოებიც გადაიღო. ინფორმაციას Грузия Online ავრცელებს.

    სენერ გოგუა აფხაზეთის ე.წ, რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელია თურქეთში და ჩინეთში აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით მონაწილეობდა.

    გოგუა 1992-93 წლებში წარმოებული რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეცაა, სადაც რუსეთის სამხედრო მანქანამ ერთმანეთს აფხაზები და ქართველები დაუპირისპირა.

    სწორედ ამ ეგიდით გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა დავით საგანელიძეც, რომელიც ორგანიზატორი კომპანიის "Huahe International"-ის საპატიო მრჩეველ-კონსულტანტია. 

    შეგახსენებთ, დავით საგანელიძე საქართველოში ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირია. მისი ხელფასი დაახლოებით 33 ათას ლარს შეადგენს. 2016 წლის განმავლობაში ხელფასისა და დანამატების სახით მიღებულმა მისმა შემოსავალმა 404 250 ლარი შეადგინა. 

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი