ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ეს მეთოდი ფაქტობრივად მთლიანად შლის სახიდან ნაოჭებს

    ტკბილეული ხშირად ზედმეტი წონის პრობლემას ქმნის, მაგრამ, თუ არ გინდათ გასუქდეთ, ტკბილეული კი არ შეჭამოთ... სახეზე წაისვით. შოკოლადი, ნაღები, რძე, თაფლი და შაქრის ფხვნილიც კი თქვენს კანს სიმკვრივესა და სინაზეს შემატებს. 

    გაიწმინდეთ სახე რძით


    სახე რძეში ან მცენარეულ ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ, შემდეგ რძით დაიბანეთ: შეგიძლიათ, რძე თასში ჩაასხათ და მასში მორიგეობით ჩაყოთ სახის ჯერ ერთი მხარე, შემდეგ მეორე, შემდეგ შუბლი და ნიკაპი. პროცედურის შემდეგ სახე მშრალი ბამბის ტამპონით გაიშრეთ.

    ნაღების მკვებავი ნიღაბი


    1/2 ჭიქა ნაღები ათქვიფეთ და შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ხორბლის 
    ფქვილი. მიღებული მასა სახესა და დეკოლტეს მიდამოზე წაისვით. 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კანი ნიღაბს სწრაფად შეიწოვს და უფრო მკვრივიც გახდება. 

    შაქარი კანს წმენდს

    ერთი პაკეტი ნაღები და 5 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი აურიეთ და მაშინვე წაისვით სახეზე, თან მსუბუქი მასაჟიც გაიკეთეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

    შოკოლადის მკვებავი ნიღაბი მშრალი კანისთვის

    კარგად აურიეთ ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი გამდნარი შოკოლადი, შეგიძლიათ - ნახევარი ჩაის კოვზი ზეთიც, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ადუღებული წყალი. მიღებული მასა სახეზე წაისვით და 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 
    წყარო

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი