ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი
რამდენიმე დღის წინ „პრაიმტაიმს“ ანაკლიის ისტორიულ ციხესთან რამდენიმე ადამიანის ნეშტის პოვნის შესახებ უამბეს. ამბავი დაახლოებით ხუთი წლის წინათ მოხდა, თუმცა ამ დრომდე არსად გახმაურებულა. არადა, ეს ინფორმაცია პრაქტიკულად უტყუარს გახდიდა წერილობით ცნობებს ამ ტერიტორიაზე ტყვეებით ვაჭრობის შესახებ.
ამჟამად ანაკლიის ისტორიული ციხესიმაგრე კერძო სასტუმროს ესაზღვრება. დიდი ხნის განმავლობაში ძეგლი მოუვლელი და დაბინძურებული გახლდათ. სასტუმროს ინიციატივითა და გიორგი ხარჩილავას თაოსნობით 2011 წელს ციხესიმაგრე მთლიანად დასუფთავდა, ჩატარდა მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები. სწორედ ამ დროს მუშებმა იქ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების ძვლები აღმოაჩინეს, თუმცა ეს ფაქტი უმნიშვნელოდ მიიჩნიეს და ძვლები კვლავ მიწაში ჩამარხეს.
ინფორმაციას ადგილობრივებიც ადასტურებენ. ისინი კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
ჩვენ დავუკავშირდით გიორგი ხარჩილავასაც, რომლის თაოსნობითაც გაიწმინდა ანაკლიის ციხესიმაგრე.
– ეს მოხდა დაახლოებით 5 წლის წინათ. იყო რაღაც ნეშტები, ძვლების ნაწილები, რომლებიც მუშებმა იპოვეს, მაგრამ დღეს ამის დადასტურება არ შემიძლია, ვინაიდან ძვლები ჩაფლეს მიწაში, რადგან რაიმე მნიშვნელოვან ფაქტად არ მიიჩნიეს. მე კი მითხრეს, რომ ასეთი რამ იპოვეს და მერე ისევ უკან ჩამარხეს, თუმცა რაიმე ფოტომტკიცებულების შექმნა და გამოკვლევა არ მომხდარა.
– ისტორიული წყაროების ცნობით, ტყვეთა ვაჭრობა ხდებოდა ამ ტერიტორიაზე…
– დიახ, ეს არის ტრაგიკული ისტორიის ციხე, სადაც, დიახ, ტყვეთა გაყიდვა ხდებოდა. თუმცა დღეს ძნელია, იქ არსებული ძვლები ამ ტყვეებს დავუკავშიროთ. ზოგადად კი, ტოპონიმიკა იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი ვაჭრობა ხდებოდა. შიდა ომებიც მიმდინარეობდა. გამორიცხვით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ მე ამის დადასტურებაც არ შემიძლია. საქართველოში ერთადერთი კულტურული ძეგლია, რომელიც არ მიყვარს, ამ სისხლიანი და სამარცხვინო ისტორიის გამო.
– მუშებმა რატომ ჩამარხეს ეს ძვლები?
– გაუთვითცნობიერებლად ისევ უკან ჩაფლეს. ეს იყო გაწმენდითი სამუშაოები. იმისთვის დავიქირავე მუშები, რომ ციხესიმაგრის ტერიტორია გაესუფთავებინათ. თუ გადაწყდება, კულტურის სამინისტროს ინიციატივით უნდა ჩატარდეს სამუშაოები. რატომაც არა?! კულტურის სამინისტრო თუ დაინტერესდება, უნდა ჩატარდეს შესაბამისი სამუშაოები და დადგინდეს, რეალურად რა ძვლებზეა საუბარი.
„პრაიმტაიმმა“ ანაკლიის ციხესთან დაკავშირებით ისტორიულ წყაროებსაც გადაავლო თვალი. იქ არსებულ ვითარებას ყველაზე უკეთ ფრანგი მოგზაური ჯან შარდენი აღწერს. მის მონათხრობში მთავარი მაინც ტყვეების გაყიდვა იყო, როგორც ქართველი ხალხის ეროვნული და სოციალური უბედურება.
ანაკლიის ციხე 1703 წელს ოსმალებმა ააშენეს. როგორც საკუთარ „მოგზაურობაში“ შარდენი გვიყვება, იქ „ტყვეებით ვაჭრობდნენ მთავარი და თავადი, აზნაური და ეპისკოპოსი, მღვდელი და ხშირად თავზეხელაღებული გლეხებიც კი“. ტყვეების ყიდვით კი სწორედ ოსმალები იყვნენ დაინტერესებულნი.
ყოველწლიურად აქედან თორმეტი ათასი კაცი გაჰყავთო გასაყიდად, – ამბობს შარდენი. მართალია, ეს ციფრი მკვლევარებს გადაჭარბებულად მიაჩნიათ, მაგრამ ოდიშიდან, აფხაზეთიდან, გურიიდან და იმერეთიდან რომ უამრავი ტყვე გაჰყავდათ, ეს სხვა წყაროებიდანაც კარგად მტკიცდება. მაგალითად, პატრი ჯუზეპე ჯუდიჩე აღნიშნავს, რომ აქ „ყოველ წელს გაყიდულთა რიცხვი არანაკლებ ორი ათასს აღწევსო“, რაც უფრო რეალური უნდა იყოს.
დასავლეთ საქართველოდან გატანილ საქონელზე უცხოელი ვაჭრები დიდ მოგებას ნახულობენ – ოთხმაგად ყიდიან ყველაფერს. განსაკუთრებით მოგებულნი არიან ტყვეთა მყიდველები.
„დღეს აღმოსავლეთის ყველა კუთხიდან ჩამოდიან აქ ქალების საყიდლად და ფასი, რომელსაც ისინი ამ ქალებისთვის იხდიან, მათ ნამდვილ ოქროს საწმისად აქცევსო“, – ამბობს შარდენი, იხსენიებს რა ბერძნულ მითს კოლხური ოქროს საწმისის შესახებ, რომელიც მას „მოგზაურობაში“ სხვაგანაც არაერთხელ აქვს გამოყენებული.
ფრანგი მოგზაურის ინფორმაციით, ანაკლია მთავარ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც „ძირითადად ტყვეებით ვაჭრობენ“. იგი „ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია“ სამეგრელოში.
„გემი, რომელზეც ჩვენ ვიმყოფებოდით, ძველი გახლდათ და ის ყოველდღიურად ივსებოდა ორივე სქესისა და ყოველნაირი ასაკის ტყვეებით, რის გამოც განძრევის საშუალებაც აღარ იყო. დილიდან საღამომდე ამ გემზე მოდიან აუარებელი აფხაზები და მეგრელები… მყრალი სუნის ატანა უკვე აღარ შემეძლო და არც ყურება იმ საზიზღარი ცხოვრებისა და სამარცხვინო ვაჭრობისა, რომელიც იქ ხდებოდა. ის კლოაკა და ტყვეების საპყრობილე იყო. ტყვეებს, მათ შორის ყმაწვილებსაც, ყოველ საღამოს ჯაჭვით წყვილ-წყვილად აბამდნენ; დილით ჯაჭვებს ხსნიდნენ. ეს ხმაური მოსვენებას მიკარგავდა და გულს მიწყალებდა. ყოველ დილას ნაპირზე ცეცხლს ვხედავდით. ეს იმის ნიშანი იყო, რომ იქ უკვე მიყვანილი ჰყავდათ ტყვეები ან სხვა საქონელი გასაყიდად. გემიდან გზავნიდნენ ნავს. ვისაც სურდა გემზე მისვლა, სხდებოდნენ ნავში და თან მოჰქონდათ თავიანთი საქონელი, ამოდიოდნენ გემბანზე და იწყებოდა ვაჭრობა. ომი სამეგრელოში მეტად ხელსაყრელი იყო ჩვენი ვაჭრებისთვის, რადგან აფხაზებს მათთან მოჰქონდათ გასაყიდად ნადავლი. ერთხელ ჩვენს გემზე მოვიდა მაღალი წოდების აფხაზი, შვიდი თუ რვაკაციანი ამალით… მას სამი ტყვე მოჰყავდა… ჩვენს გემზე იმ დროისთვის, როდესაც მე იგი დავტოვე, ორმოცი ტყვე იყო. კაპიტანი, თურქი და ქრისტიანი ვაჭრები მათ ცვლიდნენ იარაღზე, მრავალგვარ წვრილმანსა და სხვა საქონელზე. ისინი აძლევდნენ ყველაფერს, რასაც კი მოსთხოვდნენ და მაინც ორჯერ მეტ მოგე
წყარო

No comments:
Post a Comment