რუსეთში დედამ თავისი მცირეწლოვანი შვილი ნაგავსაყრელზე გადააგდო, რადგან გოგონა მას ტელეფონში თამაშისას ხელს უშლიდა. სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.
კადრებში ჩანს, რომ ბავშვი ტირის და სანაგვე ურნიდან დამოუკიდებლად ვერ ამოდის.გამვლელებმა ბავშვის დედას მოუწოდეს, რომ ის კონტეინერიდან ამოეყვანა, თუმცა ქალმა მათ მის საქმეში ჩარევისაგან თავის შეკავება ურჩია და განაცხადა, რომ თავად ბავშვს არ სურდა სანაგვე ურნის დატოვება.
საბოლოოდ, დედამ მცირეწლოვანი ქალიშვილი ურნიდან ამოიყვანა.
რუსი სამართალდამცველები ფაქტს სწავლობენ და დედისა და ბავშვის ვინაობის დადგენას ცდილობენ.