დღეს ტრაპაიძესთან გადაცემაში ხუხაშვილმა საშინლად არა სახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა:
საქართველოში ახლად შექმნილი ოლიგარქიული კლანების თარეშის აღკვეთა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია და ეს მხოლოდ მან უნდა გააკეთოსო.
ამ განცხადებაში ორი მთავარი თემაა:
პირველი ისაა, რომ ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ მეტასტაზები განავრცო და ქვეყანას უკვე ოლიგარქიული ახალგამომცხვარი კრიმინალური სინდიკატი მართავს და მთავრობა ერთ დიდ მარიონეტების თეატრადაა გადაქცეული. ანუ, მივიღეთ მაფიოზურ-ფეოდალური მოწყობის სახელმწიფო.
მეორე და უფრო ტრაგიკული ხუხაშვილის განცხადებაში იყო ის, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ამის მოგვარებაო. ანუ ხალხი, როგორც ხელისუფლების წყარო მთლიანად გარიყულია ამ პროცესებიდან და მასზე უკვე აღარაფერია დამოკიდებული. ანუ, კონსტიტუცია და ხელისუფლება მთლიანად უზურპირებულია. ხუხაშვილის ხედვით ივანიშვილმა უნდა დაალაგოს ეს თემები და ქვეყანაში მხოლოდ ერთი ოლიგარქი და მხოლოდ ერთი არაფორმალური მმართველი უნდა დარჩესო. ანუ, ივანიშვილი. რაც ხელისუფლების უზურპაციის თემაში არაფერს ცვლის.
ივანიშვილმა ხალხი ხელისუფლების წყაროდან, გადააქცია ყმებად, რომლებიც თავის მოურავებს გადაუნაწილა. აი ეს არის ივანიშვილის კონსტიტუცია და ივანიშვილის საქართველო.

დავით ნებიერიძე
No comments:
Post a Comment