"ბევრს აინტერესებს, ამხელა ქონების პატრონი, ბიძინა ივანიშვილი რატომ არ ყოფს ცხვირს საქართველოდან, ის ხომ საფრანგეთის მოქალაქეა? თავი რომ დავანებოთ იარაღით უკანონო ვაჭრობას და ფიქტიურ ქორწინებას საფრანგეთის მოქალაქეობის მისაღებად(რაც ფრანგული კანონმდებლობით დასჯადია), მისი საფრანგეთის საელჩოსთვის აშენებული შენობაც ვერ უშველის, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, საფრანგეთის სასამართლო დამოუკიდებელია და ვერც ხელისუფლება მოახდენს გავლენას, ვერც ქრთამი. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ფრანგული კანონმდებლობით, ყველა მოქალაქე ვალდებულია შეავსოს წლიური შემოსავლის დეკლარაცია, განურჩევლად მდიდარია თუ ღარიბი, სახელმწიფო მოხელეა, ბიზნესმენი თუ უმუშევარი. შევსებული დეკლარაციის მიხედვით იბეგრება შემოსავალი. რაც უფრო მეტია ის, მით მეტს იხდი სახელმწიფო ბიუჯეტში. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილი თაღლითია, ორი ქვეყნის მოქალაქეა და არც ერთის ბიუჯეტში არ რიცხავს მოგების გადასახადს!
ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი? არ დაიჯეროთ! .ვინ დაითვალა ივანიშვილს რამდენი აქვს შემოსავალი და ბეგარის სახით რამდენი შეაქვს საქართველოს ბიუჯეტში? რაც უფრო მეტია მოგება, მით მეტი ბეგარა. არ იბეგრება მხოლოდ მოგებიდან ქველმოქმედებაში ჩადებული თანხა. სწორედ ეს არის მიზეზი უმეტესი მეცენატის გაღებული თანხისა , რადგან მოგება შეუმცირდეთ, სახელმწიფო ბიუჯეტში ნაკლები გადასახადი მოუწიოთ. ბიუჯეტში შესული თანხიდან ნაწილდება სხვადასხვა ფონდებში(სამედიცინო დაზღვევა,საპენსიო,სოციალური,უმუშევრობის...).ივანიშვილი მიზერულ თანხას იხდის „ცნობადი სახეების“ მოსასყიდად, რომ მათ ბიძინაზე ილოცონ,როგერც მესიაზე"
სტრასბურგში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, გიორგი შენგელია.
guriismoambe.com/