ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ქალს, რომელიც მაღალი ძაბვის ხაზების მშენებლობას აპროტესტებდა, შვილი სხვა სოფელში ყავს დასაფლავებული

    წარმოვიდგინე ჩემი შვილის საფლავი რომ ყოფილიყო ისეთ ადგილას, სადაც გათხრები მიმდინარეობდა, ცეცხლივით მომეკიდა და თავი ვეღარ შევიკავე, – ამის შესახებ „მოამბეს“ ნინო წიკლაურმა განუცხადა, რომელიც 13 მაისს სოფელ ჭართალისა და მუგუდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებდა, თუმცა როგორც გაირკვა, ნინო წიკლაურის შვილის საფლავი სხვა სოფელში მდებარეობს. 
    აქციის მონაწილის თქმით, ის მეზობელ სოფელში, ხანდოში ცხოვრობს და მისი შვილიც სწორედ იქ არის დაკრძალული.
    „ჩემი შვილის საფლავი არ არის მუგუდაში, მაგრამ უცბად, რომ გავიგე, საფლავები ითხრებოდა, წარმოვიდგინე, ჩემი შვილის საფლავი რომ ყოფილიყო ისეთ ადგილას, სადაც გათხრები მიმდინარეობდა, ცეცხლივით მომეკიდა და თავი ვეღარ  შევიკავე“, – განაცხადა ნინო წიკლაურმა „მოამბესთან” საუბრისას.
    შეგახსენებთ, სოფელ ჭართალისა და მუგუდის მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მონტაჟს აპროტესტებს. 13 მაისს გამართულ აქციაზე მათ განახცადეს, რომ ელექტროსადენების მონტაჟისთვის სასაფლაოს გადათხრაა საჭირო. ადგილზე სამუშაოების წარმოებას აპროტესტებდა ნინო წიკლაურიC. „მაგისთვის მოკვდა ჩემი შვილი, რომ მიწაში აღარ დააყენონ?“, – აცხადებდა აქციის მსვლელობისას წიკლაური.

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი