ბიძინას აქტივისტი ქალბატონი ქუთაისში სიკვდილით დასჯის მეთოდის დაბრუნებას მოითხოვდა.. ასეთების სულიერი წინაპრები სჩადიოდნენ ამას:
ბოლშეიკურ საქართველოში პატრიარქ ამბოსი ხელაიას როცა ასამართლებდნენ, დარბაზში გაისმოდა: „ძირს ამბროსი!“ „ზიზღი ამბროსის!“ სასამართლოს შენობასთან თამოყრილი მუშა-მოსამსახურეები გაიძახოდნენ: ჩვენ მოგვეცით, ჩვენ გავასამართლებთ მუშათა კლასის მტერსო. სასამართლოს შენობიდან გაყვანისას კვერცხებს ესროდნენ. საგანგებოდ პატრიარქის შეურაცხყოფისთვის ადგილზე მობილიზებლი კომკავშირლები სჩადიოდნენ ამას და მაინც, სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ამბროსი ხელაიამ თქვა: „ნუთუ ჩემი გამოსვლის წინააღმდეგი იქნება ქართველი ერის მშრომელთა უმრავლესობა, რომლის ინტერესებისათვის მინდოდა შემეწირა ჩემი თავი და ჩემი პირადი ინტერესები და კიდევაც შევწირე. არა, არ დავიჯერებ...“
საბჭოთა ბოროტებამ ისე დაამახინჯა და გაათახსირა ეს ქვეყანა და მისი ხალხი, 25 წლის მერეც გვაბნელებს, გადაჭრილი ფესვებიდან მყრალი სიბნელე მაინც ამოაქვს და ამოაქვს.
ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი საბჭოთა. ესაა ჩვენი ნომერ პირველი ისტორიული ამოცანა.
ეკა წამალაშვილი