აბსოლუტურად საშინელი შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ქალაქ ჩაჩენგსაუში. 38 წლის ატჰაპორნ ჰუნმაკჰაის (Atthaporn Boonmakchuay) თავს დაესხა გიგანტური პითონი საკუთარ სახლში! უფრო მეტი გიგანტურმა ქვეწარმავალმა თავდასხმის ადგილად ყველაზე ინტიმური სფერო აირჩია - ტუალეტი.
წყარო
კაცი უბრალოდ ტუალეტში იჯდა, როდესაც იგრძნო აუტანელი ტკივილი. აღმოჩნდა, რომ კანალიზაციიდან 3,5 მეტრის სიგრძის პითონმა შეაღწია, რომელიც ტუალეტიდან სახშლი გამოვიდა და მამაკაცს სასქესო ორგანოზე უკბინა.
მიუხედავად დიდი ტკივილისა და სისხლდენისა, კაცმა მაინც მოახერხა არა მხოლოდ გველის ყბიდან თავის დაღწევა, არამედ მისი განეიტრალებაც. დაზარალებული დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. ეთიკური მიზეზების გამო, დეტალური ინფორმაცია, თუ რა დაზიანება მიიღო მამაკაცმა, არ ვრცელდება!
ასევე აღსანიშნავია, რომ მაშველებს ტუალეტის დემონტაჟი მოუწიათ, რათა უზარმაზარი ქვეწარმავალი სახლიდან გაეყვანათ!
წყარო