ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    მერაბ ხაჩიძე: ახლა კარგად მომისმინეთ, ქართველებო!


    ახლა კარგად მომისმინეთ, ქართველებო!

    განსაკუთრებით კი, „ძვირფასო" „ნაცებო", „ნაცების" მიმდევრებო და სამშობლოსთვის გულდათუთქულო, პოლიტიკურო „ვიგოდნიკებო"!

    - ქვეყნის ტერიტორიის ნახევარი და მთლიანად ენერგორესურსები, დარიალის ხეობასთან ერთად, რუსებს ჩააბარეს და მიჰყიდეს!..

    - წითელ ხიდთან ასობით ჰექტარი აზერბაიჯანს უფეშქაშეს!..

    - თურქებს, ჩინელებს, არაბებს, ინდოელებს და დანარჩენებსაც, ისე ფართოდ გაუღეს კარი - უფრო სწორად, ისე მოღლიტეს ქვეყნის ჭიშკარი - რომ უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი დროშა უნდა ფრიალებდეს საქართველოს თავზე!..

    - დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისიდან გაიტანეს!..

    - სადაც თბილისის ლეგენდა დაიბადა, იმ ადგილს ჰეიდარ ალიევის სახელი დაარქვეს!..

    .. და ამის (და კიდევ ბევრი მსგავსის) მერე თურმე, ორი სულელი რუსის - ბაფთიანი „ბაიკერების" საქციელმა და საქართველოში ნაცებისგან „ნაკურთხი", 80 წლის ლუჟკოვის „სტუმრობამ" შეურაცხყო ვიღაცების „პატრიოტული გრძნობები" და დაასამარა ქართული პოლიტიკის ბედ-იღბალი და მომავალი?!

    ...თუმცა, ნაცების და ასეთების კი არა, პირადად ჩემი და იმ ხალხის საქციელი მაოცებს და მაღიზიანებს, აქ ჩამოთვლილზე და ჩამოუთვლელზე, პასუხის მოთხოვნა რომ ამ ხელისუფლების იმედზე დავტოვეთ!

    S T O P ! ! !

    ..ახლა, მაინცდამაინც ისინი ნუ გამოხტებით და ნუ ამყვებით, ჩემს ნათქვამში მხოლოდ სიტყვა „ხელისუფლებას" რომ მოჰკარით თვალი და ყური!

    ჯერ მე ვიტყვი!

    ყველა ეს უბედურება „ნაცებმა" ამ ხელისუფლების მოსვლამდე ჩაიდინეს და როცა არჩევნებით მოსული, წინამორბედისგან ჩადენილზე პასუხს არ ითხოვს, ეს ნიშნავს, რომ მას ხალხის არც რიდი აქვს და ნამეტნავად, არც მოვალეობა აწევს სინდისზე - მძიმე ტვირთად!

    ჩვენ რომ ძალიან გვიყვარს, იმ ყოვლად შტერულ და „მარადიულ" კითხვას - „გვეშველება რამე?!" - ერთი სწორი პასუხი აქვს: - ... მაშინ, როცა ხელისუფლებას ხალხის შიში და მორიდება ექნება!

    ...მარა, ეს ლოზუნგია! აბა, სად ის, რაც მე აქ „ნაცების" ნამოქმედარი ჩამოვთვალე, და სად ის, „საქმიანი და ქართული" მოთქმა - როგორ დააქცია ჩვენი სახელმწიფო და დემოკრატია ორმა რუსმა „ბაიკერმა" და უდღეურმა ლუჟკოვმა?!

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი