რომის ერთ-ერთ ქუჩაზე ორი მათხოვარი გვერდიგვერდ ისხდა. ერთს ხელში ჯვარი ეჭირა, მეორეს - დავითის ვარსკვლავი. მათ წინ ასფალტზე კი ქუდი ამოეტრიალებინათ - თანხის ჩასაყრელად.
ადამიანები კი მიმოდიოდნენ და გულუხვად ასაჩუქრებდნენ ჯვრით ხელში მჯდომს, მეორეს კი ზედაც არ უყურებდნენ, გვერდზე უვლიდნენ და ამიტომაც მის ქუდში არაფერი იყო გარდა სიცარიელისა.
ერთ მამაკაცს გული დაეწვა, მეორე მათხოვრის ორმაგად მძიმე ხვედრის გამო. ამიტომაც, მასთან რჩევით მისვლა გადაწყვიტა:
– მეგობარო, მგონი აქაურ სიტუაციაში ვერ გარკვეულხარ. იტალია – კათოლიკური ქვეყანაა, რომი კი კათოლიციზმის ცენტრია. ადამაინები შენთვის თანხის მოცემას არ ისურვებენ, განსაკუთებით კი მაშინ, როდესაც გვერდზე სხვა გაჭირვებული გიზის ჯვრით ხელში. უფრო მეტიც, შენზე ჭკუის სასწავლებლად მხოლოდ მას ჩაუყრიან თანხას.

მათხოვარმა, რომელსაც ხელში დავითის ვარსკვლავი ეჭირა, გაიღიმა და თავის გვერდზე მჯდომს გადაულაპარაკა: "ნახე, ეს ტიპი თვით ძმებ გოლდშტეინებს გვასწავლის მარკეტინგს."