ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    უბედურების მაცნე და მხიარული შოუს ჟიურის წევრი არ შეიძლება ერთი და იგივე პიროვნება იყოს

    არ არის საჭირო დიდი ანალიზური უნარები ერთი რამის მისახვედრად:
    ნახანძრალი გარემოვაჭრის, მრავალშვილიანი ქვრივისა და მარტოხელა მოხუცის უბედურება საქართველოს მედია-მომხმარებელზე არ მოქმედებს... არანაირად... ხანმოკლე ფსიქოლოგიური დისკომფორტი და ემპათიის დუნე კონვულსია იმწამსვე პოულობს გამოსავალს სოციალურ ქსელში, მეზობელთან ჭორაობაში, შვილის მიმართ წამოყვირებაში... შედეგი ნულოვანია, არაფერი რჩება.
    დღეს საგრძნობი შედეგის მისაღებად აუცილებელია უფრო ფაქიზი მიდგომა, დინჯი ანალიზი, ხანგრძლივ და მდგრად ეფექტზე გათვლილი მედია-სტრატეგია.
    დასაწყისისთვის იქნებ გავიაზროთ: ყოველდღიური უბედურების მაცნე და მხიარული ტვ-შოუს ჟიურის წევრი არ შეიძლება ერთი და იგივე პიროვნება იყოს. ეს ორი სოციალური იმიჯი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია და ერთმანეთს აბათილებს.

    ნოდარ ლადარია

    No comments:

    Post a Comment

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი