ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    ვისი პატრიარქობა სურს რუსეთს საქართველოში ილია მეორეს შემდეგ

    მოკლედ რომ გავაანალიზოთ, შინაარსი ასეთია-ილია მეორეს შემდეგ რუსეთს სურს საქართველოს პატრიარქად არა უბრალოდ რუსეთის მიმართ ზომიერად ლოიალური პატრიარქი, როგორიც ილია მეორეს ძმიშვილი მეუფე დიმიტრი იქნებოდა (რომელიც როგორც ვხედავთ,დიდი გამბედაობით არ გამოირჩევა-თუნდაც თავისივე გუნდის წევრის, მამა გიორგი მამალაძის დაცვის საქმეში), არამედ აგრესიული, ბოლომდე პრორუსი პატრიარქი, რომელიც იმ ფასადურ დამოუკიდებლობასაც დააკარგვინებდა ქართულ ეკლესიას, რომელიც დღეს აქვს. ასეთი კი როგორც ვიცით-მამა იაკობია, რომელიც პატრიარქის წოდების გამო, რუსეთს კი არა-ეშმაკსაც შეეკვრება, რაც პრინციპში ერთი და იგივეა.
    შორენა თეთრუაშვილი-უბრალო, გაუნათლებელი ქალი, რომელიც 1980 წელს მეგობრის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, პროცესის ჩაფარცხვის სანაცვლოდ ჯერ კიდევ მაშიდელი სსრკ-ს KGB-ს მიერ "დაავერბოვკეს" ერთადერთი მიზნით-ეს ქალი იმ დროისთვის ახლადარჩეული პატრიარქის, ილია მეორეს მიუჩინეს საბჭოთა სპეცსამსახურის "თვალად", რომელსაც ილია მეორის ნებისმიერი ნაბიჯის გაკონტროლება და რუსული სპეცსამსახურებისთვის შეტყობინება ევალებოდა. საინტერესო ისაა, რომ სსრკ დაინგრა, მაგრამ შორენა და მისი ფუნქციაც უცვლელად დარჩა-იყოს რუსული სპეცსამსახურების "თვალი", რასაც ის დღემდე "პირნათლად" ასრულებს. ამდენად საქართველოს ნამდვილი პატრიარქი,რეალური ძალაუფლების პატრონი სწორედ შორენაა და მისი ძალაუფლება დგას ორ ვეშაპზე-საქართველოს საპატრიარქოში რუსეთის სპეცსამსახურების გავლენაზე და იმ "კომპრომატებზე",რომელიც მას უხვად დაუგროვდა საპატრიარქოს თითოეულ უმაღლეს პირზე განვლილი 37 (!!!) წლის მანძილზე. ამიტომ შორენა თეთრუაშვილს მხოლოდ მაშინ მოიშორებს ქართული ეკლესია, როდესაც ის რეალურად დამოუკიდებელი გახდება.
    ივანიშვილი და თეთრუაშვილი ერთი მონეტის ორი მხარეა და ერთად უნდა მოიშოროს ქართველმა ხალხმა,რადგან როგორც ბოლო მოვლენებმა დაადასტურა-ჩვენს სასულიერო სფეროს ზუსტად იგივე დაავადებები აწუხებს-რაც საეროს.
    მამა გიორგის საქმე კი იმის სიმბოლოა, რომ სისტემის შიგნით ნებისმიერი რეფორმირების მცდელობა განწირული იქნება იქამდე, სანამ თავად ეს სისტემა არ დაინგრევა-ზუსტად ისე, როგორც "ერში".

    მაია ორჯონიკიძე

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი