ონლაინ-კაზინოებისთვის რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა სავალდებულო რეგისტრაცია იქნება.
2018 წლის 1 იანვრიდან ონლაინ-კაზინოების მფლობელები ვალდებული იქნებიან, ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშში მონაწილეობა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ. მოთამაშეთა პერსონალური ინტერნეტ-ანგარიშები (დეპოზიტები) ძალაში იქნება 2017 წლის 31 დეკემბრიდან.
დარეგისტრირებულ მოთამაშეთა რეესტრს შემოსავლების სამსახური აწარმოებს. რეგისტრაცია ელექტრონულად განხორციელდება (რა დროსაც მოხდება პირის იდენტიფიცირება) ან მისი პერსონალურად გამოცხადების შემთხვევაში, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.