ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომების მონაწილემ, თადარიგში მყოფი ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ იმნაძემ „ასავალ-დასავალთან" სამამულო ომის ვეტერანებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში 85 ქართველი მეომრის საფლავი აღმოაჩინეს.
„რუსეთში, ბელარუსში და უკრაინაში მრავლად არის სამამულო ომში დაღუპული მებრძოლების, მათ შორის, ქართველთა საფლავები. ამ ქვყნებში დღემდე პოულობენ საძმო სამარხებს. დაკრძალულ მებრძოლებს გულის ჯიბეში შენახულ კაფსულაში უწერიათ პირადი მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც ხდება ვინაობის იდენტიფიკაცია. ახლახან რუსეთიდან გვაცნობეს, რომ ფაშიზმის წინააღმდეგ სამამულო ომში გმირულად დაცემული 85 ქართველი მეომრის საფლავი აღმოაჩინეს! ქართველი მეომრების საფლავები ადრეც აღმოუჩენიათ. ასეთ სიახლეს ჯერ ჩვენ გვატყობინებენ, ჩვენ კი, იმ მეომრების ოჯახის წევრებს ან შთამომავლობს ვეძებთ და დნმ-ის კვლევით ვაზუსტებთ მონაცემებს. როცა ვინაობა საბოლოოდ გაირკვევა, ოჯახებს სურვილის შემთხვევაში მებრძოლის საქართველოში გადმოსვენებაში ვეხმარებით", - განაცხადა იმნაძემ.