ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    „ვის ეფიცებიან?… ხელფასებს მოუმატებენ, ამის იმედი აქვთ? ეს პროტესტი გაუგებარია ჩემთვის“- exclusive

    მსახიობების ეკონომიური მდგომარეობა, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება, შეუმცირდეს ბიუჯეტი ყველა თეატრს, მსახიობების პრტოტესტის მიზეზი გახდა. ამ თემას ვრცელი სტატია მიუძღვნა „პრაიმტაიმმა“. მსახიობებს იმედი აქვთ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი გვერდით დაუდგებათ. გთავაზობთ ქეთი დოლიძის კომენტარს. რეჟისორს ბათუმში დავუკავშირდით.
    ქეთი დოლიძე:
    – ძალიან ცუდია ხელფასების კლების ტენდენცია ქვეყანაში, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ხელფასები არ შემცირებულა. როდესაც გვითხრეს, ქამრები მოვიჭიროთ და რაღაცნაირად გავუძლოთო, დავიჯერე და ვენდე ჩემ პრემიერ მინისტრს, რომ ეს დროებითი იყო. მსახიობებსაც დაველაპარაკე და სხვათა შორის, უმტკივნეულოდ მიიღეს. ყოველშემთხვევაში, არც ჩემთან და არც ზურა გეწაძესთან პრეტენზია არ გამოუთქვამთ. მე და ზურამაც დავიკელით ხელფასები და მოვახერხეთ ისე, რომ არავინ არ გავუშვით თეატრიდან. ახლა ბათუმში ვარ, სპექტაკლს ვდგამ და რატომ ატეხეს ეს ამბავი, მართალი გითხრათ, არ ვიცი. ახლა, როცა ვიცით, რომ სახელმწიფოს თავისი გაჭირვება აქვს, ეს პროტესტი გაუგებარია ჩემთვის. რას გააკეთებენ ამით, ჩვენ თეატრს მოუმატებენ მარტო ხელფასებს? ამის სჯერათ? ყველა თეატრს მოაკლეს, აბსოლიტურად ყველას რეგიონების გარდა, იმიტომ რომ ისინი ისედაც გაჭირვებულები არიან.
    – თუ პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, გაფიცვას აპირებენ და თქვენი გვერდში დრომის იმედი აქვთ… როგორც ჩანს, ცდებიან…
    – რას ნიშნავს გაფიცვა, ვის ეფიცებიან? მაშინ სხვა თეატრებიც გაიფიცნონ, სხვები რატომ არ იფიცებიან? ასეთ ზომებს არასდროს გავიზიარებ. ერთადერთი რასაც მოვითხოვ არის დიალოგი. მოვიდეს ბატონი პრენმიერ-მინისტრი, ცოცხალი ადამიანი არ არის? მოვიდეს და აგვიხსნას, რატომ ხცდება ეს ამბავი, მოგვისმინოს. გაფიცვას აზრი არ აქვს. ცოტა ხანი უნდა მოვითმინოთ. მე ნამდვილად ვუჭერ ამ ხელისუფლებას მხარს, რასაც ვერ ვიტყვი მიშა გიორგაძეზე. ამიტომ ხელისუფლებას ვაძლევ შანსს დაგველაპარაკოს. რისთვის იფიცებიან, ამით რისი მიღწევა უნდათ, სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მომხსნიან თუ რა?
    – არა, მათ ეს საკითხი არ დაუყენებიათ… არასწორად გაიგეთ.
    – მანც არ მიმაჩნია სწორად პროტესტის ეს ფორმა.
    ნინო მჭედლიშვილი
    „პრაიმტაიმი“
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი