მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გივი ბერიკაშვილს ახლობლები ემშვიდობებიან. ცოტა ხნის წინ გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოსთქვა გივი ბერიკაშვილის მეგობარმა, მსახიობმა კახი კავსაძემ.
”გივი ჩემი ძმა იყო, ძალიან მიჭირს. გივი იყო მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, სამაგალითო ადამიანი, დიდი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან. დადიოდა და სიკეთეს აფრქვევდა. ყველა ტირის, გულახდილად ტირის. ბერიკამ ხალხი აატირა და ჩვენც აგვატირა. ჩემთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ძმები ვიყავით. ადგა და წავიდა. დატოვა დიდი სიყვარული, ვიდრე ვიქნები ქვეყანაზე, გივი ჩემს გულში იქნება”, - განაცხადა კახი კავსაძემ.
მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამძიმარზე იმყოფებიან მთავრობისა და კულტურის წარმომადგენლები, მოქალაქეები, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.
გივი ბერიკაშვილს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.