ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    კახა კალაძე: „ყაზტრანსგაზის“ გადაწყვეტილება მოულოდნელია

    „ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ჩემი განცხადებები, მთავრობის განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო დაბრუნებულიყო ყაზახური მენეჯმენტი მმართველობაში. სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა", - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განცხადა.

    როგორც კალაძემ აღნიშნა, „ყაზტრანსგაზის" გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს, მოულოდნელია.

    „ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ჩემი განცხადებები, მთავრობის განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო დაბრუნებულიყო ყაზახური მენეჯმენტი მმართველობაში. სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა. სხვა დამატებით საკითხებზე თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, რადგან ჩემი კომენტარი შესაძლოა გამოყენებული იყოს არბიტრაჟში ამ საქმეზე. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები, რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ მენეჯმენტში. ამ ეტაპზე გრძელდება მოლაპარაკებები და შესაძლოა არ მივიდეს საქმე არბიტრაჟში", - განაცხადა კალაძემ.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი