რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გემები ერთმანეთს ბოსფორის სრუტიდან 40 კილომეტრში შეეჯახნენ. „ლიმანის“ კორპუსში შეჯახების შედეგად, რუსულ გემს კორპუსი დაუზიანდა.
სააგენტო “როიტერის“ ინფორმაციით, შეჯახება ცუდი ხილვადობის პირობებში მოხდა და რუსულ გემს ჩაძირვა ემუქრება.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული გემი შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანების გამო ჩაიძირა. მის ბორტზე მყოფი 78-ვე მეზღვაური გადაარჩინეს.