ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი მელაშვილი დააკავეს. თვითმხილველების თქმით, გიორგი მელაშვილი 31 მარტს, გამგეობის შენობის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს და სავარუდოდ, მას ქრთამის აღებას ედავებიან. ოჯახის წევრებს მისი დაკავების შესახებ დღეს შეატყობინეს. ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლობჯანიძე აცხადებს, რომ არ იცის რა ბრალდებით დააკავეს გიორგი მელაშვილი. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე დაკავების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გიორგი მელაშვილის დაკავების მიზეზებზე ჯერჯერობით არც მისთვის არის ცნობილი. „ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა. გამოძიების პროცესში ყველაფერი გაირკვევა. ბოლომდე საქმის კურში მეც არ ვარ“ – განუცხადა „მთის ამბებს“ პარმენ მარგველიძემ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გიორგი მელაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.
პოლიტიკა
სასწრაფოდ: დაკავებულია "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი
Loading...
Facebook Blogger Plugin: Bloggerized by AllBlogTools.com Enhanced by MyBloggerTricks.com
პოლიტიკა
Ярлыки:
პოლიტიკა