ჟურნალისტი გიორგი ფარესაშვილი აცხადებს, რომ წესით, ყველაზე სუბიექტური შს მინსიტრის ყოფილი მოადგილის, გელა ხვედელიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ის უნდა იყოს. მისი თქმით, ბევრი სხვადასხვა მოსაზრება მოისმინა ხვედელიძეზე თავდასხმანსთან დაკავშირებით. “აქ ცოტა ღრმად არის საქმე. არ მინდ აიმაზე საუბარი, გახშირებულია თუ არა კრიმინალი, ფაქტი მოხდა. ადამიანს თავს დაესხნენ და რაში დარწმუნებულიც ვარ, ეს არ იქნება გამოძიებული ისევე, როგორც ჩემი. ხვედელიძე გაწირეს. ჩემ დანაშაულში დიდი წვლილი ჰქონდა. არავის აწყობს ხვედელიძემ პირი დააღოს. მას ბევრი ინფორმაცია აქვს. ის უდიდეს ინრომაციას ფლობს, რომელმაც შეიძლება ეს ხელისუფლება შეცვალოს”, – განაცხადა ფარესაშვილმა.
წყარო:timesnews.ge
წყარო:timesnews.ge