"პოლიტიკოსები ჩვეულებრივ კლიენტებზე უხეშები არიან"
"ფულის სიყვარული ბევრ რამეს შეგაჩვევს, მერე ეს საქმე ისე ჩაგითრევს, რომ ბოლომდე გაგანადგურებს"
საქართველოში პროსტიტუცია არალეგალურია, მაგრამ მაინც ვითარდება. მეძავებს სად არ ნახავთ - ქუჩებში, სასტუმროებსა თუ ღამის კლუბებში, მათი კლიენტები, როგორც თავად ამბობენ, რიგით ქართველებთან ერთად, პოლიტიკოსებიც არიან. თბილისის ცენტრში ერთი ქუჩაა, სადაც გვიან ღამით სადარბაზოებთან შეყუჟულ მეძავებს ადვილად შეამჩნევთ. შუაღამე გადასული იყო, "წითელი ფარნების" ქუჩას რომ ვესტუმრე. ჩემდა გასაკვირად, სასაუბროდ მალე დავიყოლიე ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ნათიად გამეცნო...
- სანამ ამ საქმიანობას დავიწყებდი, რესტორნებში ვმღეროდი. მაგრამ მალე ძალიან გამიჭირდა, ძმისშვილი ავად გამიხდა, 22 ათასი ლარი უნდა ვიშოვოთ, რომ ოპერაცია გავუკეთოთ. ყოველდღიური ფული თუ არ გვექნება, დაიღუპება. რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი ქუჩაში თუ დავდგებოდი, მაგრამ...
- ვინ არიან თქვენი კლიენტები?
- ხშირად გვსტუმრობენ პოლიტიკოსები და ჩვეულებრივ კლიენტებზე უხეშები არიან. ღამე უნდა ნახოთ, როგორი მანქანებით
მოდიან. ფული მაგათ აქვთ და... არ მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა და არასდროს მივყვები. ხელისუფლება რაც შეიცვალა და პატიმრები გამოუშვეს, მუშაობა გართულდა. მთვრალები მოდიან და უხეშობენ. პატრულს გამოიძახებ და - აქ დგომისთვის დაგაჯარიმებენ! ჰოდა, ჩვენც ვითმენთ. აი, სააკაშვილის დროს აქ დგომას არავინ გვიშლიდა. მაშინ შეურაცხყოფას ნაკლებად გვაყენებდნენ.
- უცხოელები ხშირი სტუმრები არიან?
- ძირითადად, ერაყელები მოდიან. ქართველებისგან განსხვავებით, უცხოელები ზრდილობიანად გვექცევიან. ქართველებმა შეიძლება გცემონ ან ისეთი რამე მოგთხოვონ, რაზეც თავიდან არ შეთანხმებიხარ. 24 საათი ქუჩაში ვაგდივარ, დღეში რა ვიცი რამდენი კაცი მჯიჯგნის, მაგრამ ფული ხომ მჭირდება...
22 წლის ანი, ორი შვილის დედაა, ზაფხულში ბათუმის სასტუმროებში მუშაობდა:
- მთელი ცხოვრება სულ იმაზე ვოცნებობდი, ვინმეს ვყვარებოდი. დედის და მამის არეულმა ცხოვრებამ გზას ამაცდინა. ამ დროს ყველაფერი გძულს და გინდა, ცუდად მოიქცე, გგონია, ამით მშობლებს დასჯი, სინამდვილეში კი მხოლოდ შენი თავის დასჯა გამოგდის.
- ორი შვილის დედას რამ გაიძულათ ქუჩაში გასულიყავით?
- ქმარი ყურადღებას არ მაქცევდა. ერთი შვილი უკვე მყავდა, თან ფეხმძიმედ ვიყავი და ლუკმაპური არ მქონდა. ავდექი, სახეზე თავსაფარი ჩამოვიფარე და ვაგზალზე მათხოვრობა დავიწყე.
ვცდილობდი, მეძაობამდე არ მივსულიყავი, მაგრამ ფულის სიყვარული ბევრ რამეს შეგაჩვევს,
მერე ეს საქმე ისე ჩაგითრევს, რომ ბოლომდე გაგანადგურებს. კი ვხვდები, რომ სხვა გამოსავალიც არსებობს, მაგრამ არ ვიცი სხვა რამის გაკეთებას შევძლებ კი?
- თანამდებობის პირებიც მოდიან თქვენთან?
- ადრე ქალაქის ხელმძღვანელობით დაწყებული, დეპუტატებით დამთავრებული, ყველა იყო ჩვენი სტუმარი. დღეს განსაკუთრებით პოლიციელები გვამცირებენ, გაუდით და ყველაფერს კადრულობენ.
- ქალები ერთმანეთს თუ იცავთ?
- არა, აქ ყველა ერთმანეთის კონკურენტია. მგლების ხროვაში ხარ, სადაც თავს თუ ვერ გაიტან, დაიღუპები. ძნელია ყოველდღე ასე ცხოვრება, ამიტომ გბეზრდება სიცოცხლე, გინდა, ყველაფერი დაასრულო.
განსაკუთრებით მაშინ გეზიზღება საკუთარი თავი, როცა შვილებს ხედავ. თბილისში ბევრგან არის ირანელების, არაბების და თურქების ღამის კლუბები, ჩვენი კაცები ვერ იტანენ, კლუბებში ქართველ ქალებთან უცხოელები რომ ერთობიან და ჩხუბს იწყებენ. ჩვენი კაცები უხეშები არიან და ამიტომ ხშირად უარს ვამბობთ მათ მომსახურებაზე.
უკვე თენდებოდა, რომ სხვა ქუჩისკენ გადავინაცვლე. შორიდან შევნიშნე რამდენიმე და მათკენ გავემართე. ერთს ვკითხე, რამდენი უნდა გადაგიხადო-მეთქი. 80 ლარად "გამოგიყვანო", მიპასუხა. მაგრამ კარგად რომ შემათვალიერა, მიხვდა, კლიენტი არ ვიყავი და სწრაფად გამცილდა.
ის იყო, უკან გამობრუნებას ვაპირებდი რომ ერთმა დამიძახა - პოლიციელი არ უნდა იყო, უფრო ჟურნალისტს ჰგავხარ, ადრეც შევხვედრივარ შენნაირებს. მე მაინც მუშაობის თავი ა=ღარ მაქვს, თუ გინდა, დავსხდეთ და დაგელაპარაკებიო.
- ქუჩაში ყოველდღე გამოვდივარ, შენსავით შვებულებით არ ვსარგებლობ, საკუთარ თავს უფასო შვებულებაში ხომ არ გავუშვებ, - მეუბნება ლელა და გულიანად იცინის.
- კლიენტი ყოველთვის გყავს?
- შიმშილით არავინ მოკვდება, დღეს არ იქნება, მეორე დღეს მოგვხედავს ვინმე.
- თქვენი კლიენტები ხშირად არიან თანამდებობის პირები?
- პოლიტიკოსები აუტანლები არიან, რომ მოვიშორო, ბევრჯერ ფულს უკან ვუბრუნებ.
- არიან ისეთები, ვისაც უფასოდ ემსახურები?
- ფულით არ მაქვს მათი ატანა და უფულოდ ვინ რაში მჭირდება!..
ადრე აქ დგომას არავინ გვიშლიდა, ახლა ერთი კვირაა, ყოველდღე გვაფრთხილებენ, აქაურობას გაეცალეთო. გოგოების ბრალია, აქედანაც რომ გვყრიან - თვრებიან და მერე ჩხუბობენ.
- აბეზარი კლიენტებისგან ალბათ სუტენიორები გიცავენ.
- სუტენიორები უფრო ძვირად ღირებულ ქალებს ჰყავთ. ამდენი წელი რომ ქუჩაში ხარ, საკუთარი თავის დაცვასაც სწავლობ. ადრე გოგოები პოლიციაში რეკავდნენ, ახლა პოლიცია გვიკრძალავს აქ ყოფნას, ამიტომ თავად ვცდილობთ პრობლემებთან გამკლავებას, თანაც ფული სხვას რატომ უნდა გავუყო, მე რა, კლიენტს ვერ შევაბამ თუ რა?

უტა ბიწაძე