ვერძები - არასოდეს უნდა იქორწინოთ თევზებზე, კუროსა და ქალწულებზე. თქვენი ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნება ან პირიქით, სკანდალური.
კურო - მათთვის დამღუპველია ვერძებთან, კუროსა და მშვილდოსანთან ურთიერთობა.
ტყუპები - არ გაეკაროთ კუროს, კირჩხიბს, მორიელს და თხის რქას. ეს ურთიერთობა ნერვების ფასად დაგიჯდებათ.
კირჩხიბი - ტყუპები, ლომი, მშვილდოსანი და მერწყული არამხოლოდ თქვენს ნერვებს, არამედ ახალგაზრდობასაც შეიწირავს.
ლომი – კირჩხიბი, ქალწული, თხის რქა და თევზები საშინელ დისკომფორტს შეგიქმნიან ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ქალწული – ლომი, სასწორი, მერწყული, ვერძი - ამ ოთხ ნიშანთან თქვენი ქორწინება ღალატისთვის განწირულია.
სასწორი – ქალწული, მორიელი და თევზები თქვენს იმიჯსა და კარიერაზე დამანგრევლად იმოქმედებენ.
მორიელი – სასწორი, მშვილდოსანი და ტყუპები ყველაზე არასასურველი ნიშნები არიან თქვენთვის. ამიტომ არ გააკეთოთ არჩევანი მათზე.
მშვილდოსანი – მორიელი, თხის რქა, კურო და კირჩხიბი - მათი უზღვავი ენერგია სამუდამოდ დაგაკარგინებთ სიცოცხლის ხალისს.
თხის რქა – მშვილდოსანი, ტყუპები და ლომი - არამხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ კარიერულ გზაზეც კი არ გაეკაროთ მათ.
მერწყული – თევზები, კირჩხიბი და ქალწული, მათ ძალიან არ უყვართ ის რაზეც თქვენ გიჟდებით, ამიტომ დამანგრევლად იმოქმედებს ეს ურთიერთობა.
თევზები – მერწყული და ვერძი, ამ ორ ნიშანს ვერასოდეს გაუგებთ ცხოვრების გზაზე.