ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ იგი კმაყოფილია უკრაინულ ტელეარხზე ახალი გადაცემის წამყვანით: „ჩემი გადაცემის შედეგად, მეათე ადგილზე მყოფი არხი, გუშინ, მეორე პოზიციაზე გადავიდა, რამდენიმე მილიონი უკრაინელი, 2 საათის განმავლობაში გვიყურებდა. ჩვენ გავუსწარით პოროშენკოს, პინჩუკის, კოლომოისკის და სხვა ოლიგარქების არხებს და თითქმის დავეწიეთ ახმეტოვის არხს. დღეს ტელეკომპანიამ "Zik" ხელახლა გაიმეორა გადაცემის ჩანაწერი. ჩვენ მივაღწიეთ მთავარს, გავარღვიეთ პოროშენკოს ინიცირებული საინფორმაციო ბლოკადა. ეს გადაცემა საშუალებას გვაძლევს, წინა პლანზე გადმოვწიოთ ახალი პოლიტიკოსები და სწორად და ფართოდ გავაშუქოთ ჩემი პირადი პოლიტიკური საქმიანობა“, წერს სააკაშვილი.
მანამდე ექს-პრეზიდენტმა გადაცემაში განაცხადა: "ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ უნიკალური პროექტი, პროექტი, რომელიც თქვენ დაგანახებთ და გაგიღებთ სიმართლის ფანჯარას. მე ზუსტად არ ვიცი, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროექტი, მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ სიმართლეზე. ჩვენი დღევანდელი თემაა „პოროშენკო და ახმეტოვი უკრაინის წინააღმდეგ" - განაცხადა ტელეწამყვანმა მიხეილ სააკაშვილმა.