ენგურის ცენტრალურ ხიდზე ხმაურია. არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან აქტიურობას ითხოვენ, რათა როგავები გათავისუფლდნენ ე.წ. სოხუმის ციხიდან. ისინი ენგურის ხიდის ჩაკეტვას შეეცადნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე დარეჯან როგავა დააკავეს და ზუგდიდის სამმართველოში გადაიყვანეს. დარეჯან როგავა დაკავებული პაატა როგავას და არის. როგავების ოჯახის წევრებმა გალის სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაიგეს, რომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. არჩიკო როგავას ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან, ხოლო პაატა როგავას მეორე ბრალდებაც აქვს წაყენებული, ეს არის ოკუპანტისთვის შეურაცხყოფის მიყენება.
წყარო
წყარო