ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    "როცა ფრანგ ოფიცერს ქართული პასპორტი მივაწოდე..."

    პარიზი, შარლ დე გოლის აეროპორტი, თვითმფრინავიდან გადმოსული იმ რიგში ჩავდექი, რომელსაც ”All passport " აწერია, რიგში სხვადასხვა მოდგმისა და წარმომავლობის ხალხი ვართ. აქ არიან დიდი და უზარმაზარი ერის შვილები, ზოგიერთი მათგანის სახელმწიფო ატომურ ბობსაც ფლობს, ზოგის ქვეყანა კი თითქმის მთელ კონტინენტზე გადაჭიმულა. ზოლს თვალი მოვავლე და მივხვდი რომ მათ შორის ყველაზე პატარა სახელმწიფოს მე წარმოვადგენ, მსგავსი წინათაც მიგვრძნია და რაღაცნაირად გული მტკენია. დღეს ასე არ არის, ეხლა პასპორტი რომელიც ხელში მიჭირავს თითქოს სხვანაირად გამოიყურება, დღეს ხარებაა და ჩემი ქვეყნის შინდისფერ წიგნაკზე დახატული წმინდა გიორგი უფრო ძლევამოსილი მეჩვენება!

    ჩემს წინ ჩინელია, უკან რუსი, როცა წინ მდგომი ფრანგ მესაზღვრესთან მივიდა, მისი პასპორტი დიდხანს ფურცლეს, მერე რაღაც დოკუმენტი მოსთხოვეს, ჩანთიდან კიდევ დამატებით ქაღალდების წარმოდგენამაც მოუწია. რიგი აშრიალდა, დიდი და ძლევამოსილი ერის შვილებმა ფაცი ფუცი დაიწყეს, მათ საფრანგეთში შესვლის უფლება მესაზღვრის წინაშე უნდა მოიპოვონ... მე კი რიგში ჩემს წმინდა გიორგისთან ერთად დღეს ყველაზე არხეინად და ამაყად ვდგევარ!

    როცა ფრანგ ოფიცერს ქართული პასპორტი მივაწოდე, მომეჩვენა რომ ოდნავ გაიღიმა, თითქოს ჩემი წმინდა გიორგი იცნო და ამიტომაც ვიზა აღარ უძებნია, მხოლოდ უკანა სამგზავრო ბილეთს დახედა, თავი თავაზიანად დამიკრა და ევროპის ”კარები გამიღო”.... ჩემს უკან რიგში დარჩა რუსი, არაბი, თურქი, ვინ იცის კიდევ რამდენი დიდი და ძლევამოსილი ერის შვილი! მე კი მოვდიოდი და ვფიქრობდი ჩემს ნატანჯ ხალხზე, ჩემს პაწაწინა და ნაგვემ სახელმწიფოზე, რომელმაც მიუხედავად ბევრი განსაცდელისა, საკუთარი შრომითა და თავდადებით მოიპოვა უფლება იყოს ევროპის ნაწილი, ამაყად იდგეს ამ სამყაროს თავისუფალ და ძლევამოსილ ხალხთა შორის!

    ჰო დღეს ვერსალში მივდივარ, სწორედ იქ სადაც მეფე მზეს ჩვენი სულხან საბა ესტუმრა, დღეს მე ვერსალში სულ სხვა განწყობით შევალ, რადგან ჩემთან ხომ ის წმინდა გიორგი იქნება, რომელიც 800 წლის წინ დავით აღმაშენებელთან და 200 ფრანგთან ერთად დიდგორის ველზე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე თავისუფალი სამყაროსათვის იბრძოდა! ხარებას გილოცავთ ქართველებო!
    წყარო

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი